ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გამოიცა ზბიგნევ ბზეჟინსკის ახალი წიგნი


გამოიცა თეთრი სახლის ყოფილი მრჩევლის ზბიგნევ ბზეჟინსკის ახალი წიგნი, სადაც ავტორი შეერთებული შტატების უახლეს პოლიტიკას აკრიტიკებს.

წიგნს “ხელმეორე შანსის” გვერდებზე ზბიგნევ ბზეჟინსკი შეერთებული შტატების ბოლო სამი ადმინისტრაციის პოლიტიკას განიხილავს. ახლა ბატონი ბზეჟინსკი არასამთავრობო ორგანიზაციაში, სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევათა ცენტრში მოღვაწეობს და პარალელურად ვაშინგტონის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დარგის პროფესორიცაა. ბატონი ბზეჟინსკი თავის ნაშრომში პრეზიდენტებს არც ტუ ისე სახარბიელოდ ახასიათებს. იგი იმ წარუმატებლობაზე საუბრობს, რომლის გამოც, საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ, მოქიშპის გარეშე დარჩენილმა ამერიკამ სრულად ვერ სესძლო საკუთარი პოტენციის გამოყენება:

“მე ვთვლი, რომ უფროსმა ჯორჯ ბუშმა საქმეს თავი საკმაოდ კარგად გაართვა და მე მას ამისათვის ოთხიანს დავუწერდი” ამბობს ბატონი ბზეჟინსკი.

იგი აგრძელებს, რომ უფროსი ბუში საბჭოთა კავშირის დაშლას საკმაოდ თავდაჯერებულად შეეგება, სადამ ჰუსეინის მიერ კუვეიტში შეჭრას მედგრად გამოეპასუხა და საერთაშორისო მხარდაწერაც მოიპოვა. მაგრამ ბზეჟინსკის თქმით, რუსეთში დემოკრატიის განვითარების ხელის სეწყობისა და კუვეიტში მიღწეული გამარჯვების დახმარებით ისრაელ-პალესტინელთა კონფლლიქტზე ზემოქმედების საქმეებში უფროსმა ბუშმა უუნარობა გამოავლინა.

რაც შეეხება პრეზიდენტ კლინტონს, ბზეჟინსკი ამბობს, რომ მას არ შეიძლება დავუკარგოდ ის, რომ კლინტონი ახლო არმოსავლეთის სამშვიდობო პროცესისათვის იღწვოდა და ომით გაჩანაგებულ ბალკანეთში მშვიდობის დამყარების მცდელობით ნატოს სამხედრო ოპერაციას ჩაუდგა სათავეში. მაგრამ კლინტონს საერთაშორისო ვაჭრობის შეთანხმებების სიკეთისა სწამდა. ამან კი მას ეკონომიკაზე გლობალიზაციის უარყოფით გავლენის დანახვაში შეუშალა ხელი”

“მე ვთვლი, რომ პრეზიდენტი კლინტონს დიდი დრო ჰქონდა საქმის გასაკეთებლად და მან ამა საკმაოდ წარმატებულად ვერ გაართვა თავი. მე მის საქმიანობას სამიანზე შევაფასებდი”. ამბობს ბზეჟინსკი.

იგი ყველაზე მძაფრად ამერიკის ახლანდელ პრეზიდენტს აკრიტიკებს. ბზეჯინსკი ამბობს, რომ ჯორჯ ბუშის ხელმძღვანელობის ქვეშ, ამერიკას ძალზე დაუქვეითთდა მოდერნიზაციის, და გლობალურ საკითხებში ლიდერობის უნარი.

ერაყში შეჭრამ მთელს მსოფლიოში საკმაოდ უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. “სწორედ ეს არის ამერიკის ავტორიტეტის დაცემის მთავარი მიზეზი” ამბობს ბატონი ბზეჟინსკი:

“მე ვთვლი, რომ ბუშის მმართველობა კატასტროფულია და მას ორიანს ვუწერ”. ამბობს იგი.

ზბიგნევ ბზეჟინსკი ამერიკის მიერ ერაყისა და მთელი ახლო აღმოსავლეთის მიმართებაში წარმოებული პოლიტიკის აქტიურ მოწინააღმდეგედ გვევლინება. მას ძალზე არ მოსწონს “ტერორიზმთან ომის” სახელით ცნობილი კამპანია. წიგნის ავტორის თქმით თავად ტერორიზმი ისეთი გამოკვეთილი მტერი ვერ იქნება, როგორიც მაგალითად ნაცისტური გერმანია იყო. არამედ ტერორიზმი წარმოადგენს სტრატეგიას, რომელიც მსვიდობიანი მოსახლეობის განადგურების ხარჯზე გარკვეული პოლიტიკური მიზნების მიღწევას ლამობს:

“ასეთი განსაზღვრა არაფრის მთქმელია. არსებობს ტერორიზმი და ჩვენ იგი უნდა აღმოვფხვრათ. მაგრამ აგრეთვე ჩვენ იმ პოლიტიკურ სიტუაციასთანაც გვიწევს ურთიერთობა, რომელმაც ეს ტერორიზმი წარმოშვა. ამის გაკეთება კი ბევრ სხვა ქვეყანასთან თანამშრომლობის ხრჯზეა შესაძლებელი. ჩვენ ტერორიზმზე ძალზე ბევრს ვსაუბრობთ და ამით საკუთარ თავს ვატერორებთ. ვქმნით შიშით შეპყრობილ საზოგადოებას და მე არ ვთვლი, რომ ეს პროცესი ამერიკას დადებითად ადგება. ჩემის აზრით სწორედ ეს უწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის იზოლაციას”. ამბოიბს ბატონი ბზეჟინსკი.

პრეზიდენტ ბუშის მიერ ისეთი ახალი ტერმინოლოგიის ხმარება, როგორიც მაგალითად “ისლამო ფაშიზმია” პოტენციური მოკავშირეების, ანუ იმ ზომიერად განწყობილი მუსლიმების ჩვენგან დაშორებას იწვევს, რომლებმაც 2001 წლის თერთმეტი სექტემბრისა და ავღანეთში შეჭრის დროს სოლიდარობა გამოგვიცხადეს. ამატებს იგი.

წიგნში “ხელმეორე შანსი” ავტორი, რომელიც პრეზიდენტ კარტერის ადმინისტრაციის მრჩეველი იყო ეროვნული უშიშროების დარგში ამტკიცებს, რომ ამერიკას ჯერ კიდევ ძალუძს საერთაშორისო ავტორიტეტის აღდგენა. მაგრამ ეს პრეზიდენტ ბუშის მმართველობის დარჩენილი ოცი თვის განმავლობაში მიღებულ გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული”

“მე ეჭვი მეპარება, რომ ომი წელიწად ნახევარში დასრულდეს. არა მგონია, რომ პრეზიდენტმა ომის დასრულების რთული გადაწყვეტილება მიიღოს. მაგრამ მან ომის ესკალაცია მაინც უნდა აიცილოს თავიდან. თუ ომი ერაყის ფარგლებს გასცდა, ამერიკა ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდება, რომ ჩვენ უკვე ერაყის, ირანის ავღანეთისა და პაკისტანის ტერიტორიებზე მოგვიწევს ამ კონფლიკტთან გამკლავება. ასეთი კონფლიქტი კი ძალზე დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს და იგი ერაყთან შედარებით ბევრად ძვირადრირებული იქნება. ასეთი კონფლიქტი ჩვენ გლობალურ ინტერესებზე კიდევ უფრო უარყოფითად იმოქმედებს ვიდრე ერაყი”. აგრძელებს ბატონი ბზეჟინსკი.

“მე ძალზე განაწყენებული ვარ, რომ დღეს ამერიკის სიმბოლოდ თავისუფლების ქანდაკება კი აღარ აღიქმება, რომელიც პირველი რამ იყო რაც მე ბავშვობისას ამერიკასი იმიგრირებისას ჩამებეჭდა მეხსიერებაში, არამედ გუანტანამოს სამხედრო ბაზის საპყრობილე” დაასრულა ზბიგნევ ბზეჟინსკიმ.

XS
SM
MD
LG