ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისში საპროტესტო აქციები იმართება !


თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედანზე დღეს პრაქტიკულად პარალიზებული იყო ტრანსპორტის მოძრაობა. ოპოზიციურმა პარტიებმა - თავისუფლებამ, ლეიბორისტებმა, ქართულმა დასმა, ჩვენ თვითონ, ეროვნულმა ფორუმმა, ძალოვანი უწყებების ვეტერანებმა საპროტესტო აქცია გამართეს ჯერ პარლამენტის შენობის წინ, შემდეგ კი თბილისის მერიისკენ გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეთა განცხადებით ისინი ხელისუფლების ყველა უკანონო გადაწყვეტილებას აპროტესტებენ : გაზზე ტარიფის ზრდას, ისტორიულ უბნებში მოსაკრებლების დაწესებას და სხვა...

შრომის პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დღეს მადლობა გადაუხადა ყველა გაფიცულ მოქალაქეს. ლეიბორისტების ლიდერის თქმით, დღევანდელი საყოველთაო ეროვნული გაფიცვა დიდი სახალხო მოძრაობის დასაწყისია, რომელიც პრეზიდენტის გადადგომით და პარლამენტის დათხოვნით დასრულდება. შ.ნათელაშვილმა 1 კვირის წინ მოუწოდა ელექტორატს 17.04. 9-12 საათამდე საყოველთაო გაფიცვისკენ, მოწოდებას მოუხმეს თბილისში, გორში, რუსთავში, ბათუმში, თელავში, ქუთაისში.. საპროტესტო აქციაზე კითხვით ეროვნული ფორუმის ლიდერს, კახა შარტავას მივმართე...

კახა შართავასთან საუბრისას ირგვლივ მდგომ პენსიონერებს დიდი სურვილი გააჩნდათ დიალოგში ჩართვის.. ერთ-ერთ მათგანს მოვუსმინოთ, რომელმაც თავისი ვინაობის გამხელა არ ისურვა.. კომენტარისთვის ასევე ექსპერტს ჰამლეტ გეგიას მივმართე...

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადების თანახმად, საქართველო 2007 წელს ღარიბ ქვეყანათა კატეგორიიდან საშუალო შეძლების ქვეყანათა კატეგორიაში გადაინაცვლებს. მ.სააკაშვილის განცხადებით წარმატებებს ქვეყანამ ეკონომიკური ემბარგოს პირობებში მიაღწია.

XS
SM
MD
LG