ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გატაცებული ბიბისის ჟურნალისტის მშობლებმა პრესკონფერენცია გამართეს


დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბიბისის კორესპონდენტის ალან ჯონსტონის მშობლებმა შეშფოთება გამოხატეს პალესტინური ჯგუფის განცხადების თაობაზე რომლის თანახმად მათი შვილი სიკვდილით დასაჯეს. ეს განცხადება გუშინ გააკეთა მანამდე უცნობმა პალესტინურმა ჯგუფმა ჯიჰადის ბრიგადებმა.

ბიბისიმ განაცხადა რომ ამ ჯგუფის განცხადება დამოუკიდებელი წყაროებით არ დასტურდება.

გამტცებლების განცხადების თანახმად ჯონსტონი სიკვდილით დასაჯეს რადგანაც ისრაელი უარს აცხადებს გაათავისუფლოს პალესტინელი პატიმრები. როდესაც ჯონსტონი გაიტაცეს ქალაქ ღაზიდან იგი ერთადერთი დასავლელი კორესპონდენტი იყო რომელიც იმ ტეროტოტიაზე მუშოაბდა. ამ რამოდენიმე თვის განმავლობაში ღაზაში რამოდენიმე ჟურნალისტი და სადამხმარებლო ორგანიზაციის თანამშრომელი იქნა გატაცებული. მათი უმეტესობა გაათავისუფლეს.

როგორც პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტის თანამშემწემ საებ ერეკატმა განაცხადა მათ ხელთ არ გააჩნიათ რაიმე ფაქტები იმის თაობაზე რომ ჯონსტონი მართლაც დასაჯეს სიკვდილით. მისი თქმით: "მე არავითარი ინფორმაცია არ მაქვს რომელიც დაადსტურებდა ჯონსტონის სიკვდილს. პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტი ღაზაში არაერთ პიროვნებას დაუკავშირდა და აქედან გამომდინარე ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ რომ მისი დაღუპვა არ არის დადასტურებული. ამჟმად პრეზიდენტი აბასი ყველა ღონეს ხმარობს რათა მივაღწიოთ ჯონსტონის გათავისუფლებას."

სხვა ინფორმაციის თანახმად ბიბისის წარმომადგენლები პალესტინის ავტონომიისა და ბრიტანეთის ხელისუფლებთან თანამშრომლობენ რათა დააზუსტონ ის მართლაც დასაჯეს სიკვდილით ჯონსტონი თუ არა.

XS
SM
MD
LG