ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართული კინო საქართველოს გარეთ


ბერლინში 3 თვის განმავლობაში იმართება გამოფენა სახელწოდებით: “ოქრო მრავალი კოლხეთი”. 18 აპრილიდან 30 აპრილამდე ბერლინელ კინომაყურებელს ქართული ფილმების ნახვის საშუალებაც ექნება. იმართება ქართული კინოს კვირეული, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში, კერძოდ კი 90-იან წლებში შექმნილ ქართულ ფილმებს წარადგენს გერმანელი მაყურებლის წინაშე. უფრო ვრცლად ამ კვირეულის შესახებ, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი ნინო ანჯაფარიძე გვიამბობს.

ნინო ანჯაფარიძე – საქართველოს კინოცენტრის ერთ-ერთი მთავარაი მიზანი, ქართული კინოს პოპულარიზაციაა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთ. შწორედ ამ მიზნით ცენტრმა მოამზადა ქართული კინოს რეტროსპექტივა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩატარდება და ამ პროგრამას უმასპინძლებს ბერლინი, კინოთეატრ “არსენალის” დიდ და მცირე დარბაზში. წარმოდგენილი იქნება 90-იანი წლებიდან დღემდე შექმნილი ქართული ფილმები. Gერმანული კინემატეკის მეგობრები ამ ჩვენების თანაორგანიზატორები და ინიცატორები არიან. ამ კინომატეკას ქართული ფილმების არაჩვეულებრივი არქივიც აქვთ. ამ პროგრამას ქვია “ფოკუსშია საქართველო”.

- სულ 9 კინოსეანსი გაიმართება და მათ შორის მხოლოდ მიხეილ კობახიძის ფილმები არის განსხვავებული დანარჩენი პროგრამისგან. მიხეილ კობახიძის ძველი და ახალი მოკლემეტრაჟიანი ნამუშევრები, ბერლინში ქართული კინოს რეტროსპექტივას დახურავს. მანამდე კი ნაჩვენები იქნება ლევან ზაქარეიშვილის, ნანა ჯორჯაძის, ზაზა ურუშაძის, ლევან თუთქბერიძის, დიტო ცინცაძის, ლევან და ილო ღლონტების, ნინო კირთაძისა და დათო ჯანელიძის ფილმები.

ნინო ანჯაფარიძე – ამ ახალ ფილმებს გერმანელ მაყურებელს კინომცოდნე გოგი გვახარია წარუდგენს და ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია ფილმის შემქმნელებთან ანუ რეჟისორებთან. ამ კინოთეატრს ყავს ძალიან სპეციფიური პუბლიკა, ამიტომ ამგვარი დისკუსია მათთვის ძალიან ორგანულია და ყოველი სეანსის შემდეგ იმართება ხოლმე. კინოთეატრის რეპერტუარი იმდენად მრავალფეროვანია, რომ ყოველთვის აკმაყოფილებს ყველანაირი მაყურებლის გემოვნებას და მოთხოვნას.

- იმედი ვიქონიოთ, რომ 90-იან წლებში შექმნილი ქართული კინოფილემბიც დააკმაყოფილებს კინოთეატრი “არსენალის” მაყურებლის გემოვნებას და მოთხოვნას. ასე, რომ 18-დან 30 აპრილამდე ბერლინი, არა მხოლოდ ქართულ ოქროს, არამედ ქართულ კინოსაც მასპინძლობს.

XS
SM
MD
LG