ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გარდაიცვალა ამერიკელი მწერლი კურტ ვონეგუტი


გასული საუკუნის სამოციან წლებში კურტ ვონეგუტი ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ჩამოყალიბდა. მისი ნაწარმოებები მეოცე საუკუნის საშინელებების წინააღმდეგ პროტესტია. იგი გამანადგურებელი ომებისა და მათი შედეგების შესახებ, წერდა. მისი წიგნები გარემოს განადგურების, ხალხის მიერ ადამიანური თვისებების დაკარგვის და მსოფლიოზე მეცნიერებისა და ტექნიკის დომინირების პრობლემებს მოიცავს.

ვონეგუტის თემატიკა საკმაოდ უნიკალურია ტანამედროვე ლიტერატურისატვის. სწორედ პროტესტის ავტორისეული გამოხტვის სტილი იყო ის რამაც მკითხველი მიიზიდა და მისი ნაწარმოებები ძალზე პოპულალური გახადა. ვონეგუტი ნაწარმოებებში ჩვეულებრივი ადამიანების უიმედობას და სევდას გადმოსცემს.

კურტ ვონეგუტი საკუთარ თავს პესიმისტად აცხადებდა.

იგი 1922 წლის 11 ნოემბერს ინდიანას შტატის ქალაქ ინდიანაპოლისში დაიბადა. მომავალი მწერლის კორნელის უნივერსიტეტში სწავლა მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ შეწყვიტა. ევროპის ფრონტზე გაწეული ვონეგუტი გერმანელებს ტყვედ ცაუვარდა. დრეზდენში ტყვეობაში ყოფნისას იგი მოკავშირეების მიერ ქალაქის უმოწყალო დაბომბვის თვითმხილველი გახდა. ეს კატასტროფა შემდეგ ვონეგუტმა რომან „მეხუთე სასაკლაოში” აღწერა.

კურტ ვონეგუტი 1950 წელს დამოუკიდებელი მწერალი გახდა, ხოლო ორი წლის შემდეგ პირველი რომანი გამოაქვეყნა. ეს ფუტურისტული ისტორიაა, რომელიც ხდება ქალაქში სადაც ინდუსტრია მთლიანად მექანიზირებულია. ბოლოს მოქალაქეები ჯანყდებიან და ავტომატებს ამსხვრევენ. მაგრამ შემდეგ ხვდებიან, რომ მათი არსებობა განადგურებულ სისტემაზე იყო დამოკიდებული. ავტორის შემდეგი ცნობილი რომანი იყო „კატის აკვანი”. რომანის გმირი ორი ოჯახი, რომელთაგანაც ერთი შავკანიანია გაუსაძლის ბუნებრივ პირობებში არსებობისათვის იბრძვიან. ომი და განშორება კი რომან „დედეის ღამის” მთავარ ორ თემას წარმოადგენს. ვონეგუტის რომანების გმირები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებიც იძულებულნი არიან ერთიანი ძალებით ებრძოლონ საზოგადოების

სოციალურ ნაკლოვანებებს. ავტორის პოპულარობის ნაწილი სწორედ ასეთი, არაფრით გამორჩეული ხასიათების წარმოჩენის დამსახურებაა. ვონეგუტი თავს იკმაყოფილებდა მიუღწეველის აღწერით. მწერალმა საკუთარი, განუმეორებელი სიურეალისტური სამყარო შექმნა. ვონეგუტი სამყაროს იმ ნაკლოვანებებს ებრძოდა, რომელების გამოც მისი აზრით ხალხი ერთმანეთის მოქიშპე ხდება.

სწორედ ადამიანის ისეთ სისუსტეების აღწერამ, რომლებიც ჩვენ ძალზე კარგად გვესმის, კურტ ვონეგუტი მისი კუტურის გმირად აქცია. კურტ ვონეგუტი 11 აპრილს ოთხმოცდაოთხი წლის ასაკში გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG