ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეა გაეროს ინსპექტორებს მისი გაყინული ფონდების განთავისუფლებიდან ერთ დღეში დაუშვებს


შეერთებული შტატების დელეგაცია ფხენიანში იმყოფება და აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეა გაეროს ინსპექტორებს მისი გაყინული ფონდების განთავისუფლებიდან ერთ დღეში დაუშვებს და ბირთვული სამუშაოების შეწყვეტისკენ მიმართულ ნაბიჯებსაც გადადგავს.

დღეს ნიუ მექსიკოს შტატის გუბერნატორმა ბილ რიჩარდსონმა განაცხადა, რომ მასთან საუბარში ჩრდილოეთ კორეის მთავრობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ფონდების განთავისუფლებისთანავე გაეროს ატომური სააგენტოს წარმომადგენლებს, იონგბიონის რეაქტორის დაკეტვის შესამზადებელ დოკუმენტების შემზადებას მოსთხოვენ.

სეულში მყოფმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ქრისტოფერ ჰილმა კი განაცხადა, რომ გასულ ტებერვალს მიღწეული შათანხმების აღსრულების დრო დგება და ჩრდილოეთ კორეამ მთავარი ბირთვული ობიექტის სეჩერება უკვე უნდა დაიწყოს:

„თქვენ იცით, რომ მე ბირთვული სამუშაოების შეწყვეტის გადავადების მომხრე არ ვარ. ჩვენ მაკაუს ბანკიში გაყინული ფხენიანის კუთვნილი ფონდების განთავისუფლების ფაქტს მივესალმებით. და ახლა ველით, რო ჩრდილოეთ კორეაც საპასუხო ნაბიჯს გადადგავს და ბირთვულ განიარარებას დაიწყებს. კარგი იქნება, რომ ჩრდილოეთ კორეამ ეს პროცესი მალე დაიწყოს და საბანკო პრობლემები დაივიწყოს”.

შეთანხმების თანახმად, ფხენიანმა იონგბიონის რეაქტორი მომავალ საბათს უნდა შეაჩეროს.

XS
SM
MD
LG