ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპარლამენტო ოპოზიცია დავით გარეჯთან დაკავშირებით კულტურის მინისტრის ინიციატივას აპროტესტებს


საქართველოს კულტურის მინისტრი გიორგი გაბაშვილი ფრაქცია „დემოკრატიული ფრონტის „ მოთხოვნით შემდეგ საპარლამენტო კვირას პარლამენტს უნდა ეწვიოს. ფრაქციის მოთხოვნა კულტურის სამინისტროს ინიციატივას უკავშირდება დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ღია ტურისტულ ზონად გამოცხადების შესახებ. აღნიშნული ინიციატივის თანახმად დავით გარეჯის ტერიტორიის კონტროლის საშუალება ექნებათ ქართულ და აზერბაიჯანულ მხარეებს, რამაც ოპოზიციის განცხადებით ,შესაძლოა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები დაძაბოს.

გუშინ, დავით გარეჯობისას, „დემოკრატიული ფრონტის“ წევრები დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში საეკლესიო მსახურებას დაესწრნენ, რომელიც მე-17 საუკუნეში წამებული 600 ბერის ხსენებას მიეძღვნა.

აღნიშნულ საკითხზე დემოკრატიული ფრონტის წევრი ბეჟან გუნავა გვესაუბრება, რომელიც ამბობს, რომ ეს არის ქართული კულტურის ძეგლი, იქ წირვა-ლოცვა მხოლოდ ქართულ ენაზე აღევლინება და რომ ლაპარაკი ზედმეტია იმაზე, რომ ვინმეს ეს ტერიტორია გადაეცეს.

XS
SM
MD
LG