ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

13 წლის კამბოჯელი გოგონა ფრინველის გრიპით გარდაიცვალა


კამბოჯაში უკვე 7 ადამიანი გარდაიცვალა ფრინველის გრიპის . ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და კამბოჯის ჯანმრთელობის სამინისტრო ადასტურებენ, რომ გოგონა ჰაშ ხუთი ენ ერთი ტიპის ვირუსით იყო დასნებოვნებული.

ამას გარდა, ინდონეზიაში, ფრინველის გრიპის შედეგად კიდევ ერთი მსხვერპლი დაფიქსირდა. 15 წლის გოგონას გარდაცვალების შემდეგ, ინდონეზიაში დაავადების შედეგად 73 ადამიანი ითვლება დაღუპულად. მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ ადასტურებს გარდაცვლილთა რაოდენობას, და აცხადებს, რომ იქ მხოლოდ 63 ადამიანია დაღუპული.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, 2003 წლიდან მსოფლიოს მასშტაბით დაავადებას უკვე 171 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG