ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქალაქ რამადიში კამიკაძე ტერორისტმა სატვირთო მანქანა ააფეთქა


ერაყის ალ ანბარის პროვინციის ქალაქ რამადიში, პოლიციის ინფორმაციით, კამიკაძე ტერორისტმა სატვირთო მანქანა ააფეთქა. დაიღუპა 20 ადამიანი.

ოფიციალური ცნობებით, კამიკაძემ ასაფეთქებელი მასალებითა და ქლორის გაზით დატვირთული მანქანა პოლიციის საგუშაგოს შეაჯახა, ამ დროს კი ქლორის გაზი ჰაერში გაიფანტა. დაახლოებით 30 ადამიანი დაშავდა.

ალ ანბარი, როგორც ცნობილია, სუნიტი მოთარეშეების დასაყრდენ ტეროტორიას წარმოადგენს.

ამ ფონზე, ამერიკულმა და ერაყულმა ძალებმა ქალაქ დივანიაში ახალი ოპერაცია დაიწყეს. ოპერაციის მიზანია არასტაბილური ქალაქი მთავრობის კონტროლს დაუმორჩილონ.

ამერიკელების განცხადებით, ერაყის საჯარისო შენაერთები, ამერიკელების დახმარებით დივანიაში მოქტადა ალ სადრის მიმდევრებს სდევნიან.

ქალაქის მცხოვრებლები იუწყებიან, რომ შეტაკებები გაჩაღდა მოთარეშეებსა და კოალიციის ძალებს შორის. თვითმხილველთა განცხადებით, ჯარისკაცები კარდაკარ დადიოდნენ და ეჭვმიტანილებს აკავებდნენ. დივანიში კომენდატის საათია დაწესებული.

XS
SM
MD
LG