გაზეთი ვაშინგტონ პოსტი იტყობინება, რომ აშშ თავდაცვის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული გამოძიების შედეგად, დადასტურდა, რომ არანაირი პირდაპირი თანამშრომლობა არ არსებობდა ალყაიდასა და ერაყელ დიქტატორის სადამ ჰუსეინის მთავრობას შორის.
საგაზეთო პუბლიკაციაში ნახსენებია, რომ სამხედრო წარმომადგენლები ამ დასკვნამდე მივიდნენ სადამ ჰუსეინისა და მისი ორი თანაშემწის დაკითხვის შემდეგ, ისევე როგორც 2003 წელს, სადამ ჰუსეინის დამხობის დღიდან ამოღებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით.
პენტაგონის გენერალური ინსპექტორის მოვალეობების შემსრულებლის ტომას გიმბლის ეს ანგარიში, ადასტურებს ამერიკის სადაზვერვო უწყებების ომამდე გაკეთებულ განცხადებებს, რომ ერაყის ხელისუფლებასა და ალ ყაიდას არანაირი საოპერაციო კავშირები არ ჰქონდათ. გიმბლმა თებერვალში ასევე გამოქვეყნა ანგარიში, სადაც ამერიკელი სამხედრო პერსონალის უმაღლესი ეშელონების წარმომადგენლებს ომამდელი ერაყის სადაზვერვო საქმიანობისთვის აკრიტიკებს.