ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის სამხედრო ოპერაციების შეიზღუდვა გამორიცხულია!


ერთერთი ამერიკული რადიოსადგურისადმი მიცემულ ინტერვიუში რობერტ გეიტსმა აღნიშნა რომ თუ ერაყში ამერიკულმა სამხედრო კონტინგენტმა დაიწყო მისი სამხედრო ოპერაციების მასშტაბების შემცირება ამას აუცილებლად მოჰყვება ეგრედ წოდებული ეთნიკური წმენდა, როგორც თვით ბაღდადში ასევე მთელს ერაყში. ამ ინტერვიუდან სულ რამოდენიმე საათში პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე ბატონმა გეიტსმა შემდეგი განცხადება გააკეთა

“ჩემის აზრით ჩვენ რომ დღეს ბაღდადიდან გამოსვლა დავიწყოთ მკვეთრად გამწვავდება დაპირისპირება რელიგიურ საფუძველზე. ცდ”

ამ განცხადების თანახმად ეს ხელს მისცემს მკველელებსა და მძარცველებს ერაყში თავისუფლად ითარეშონ.

“დღეს დამსჯელი რაზმები აწამებენ და ხოცავენ ერაყელებს. არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ეს მცირე ზომის შეიარაღებული დაჯგუფებები ქუჩებში ატერორებენ მათ მოწინააღმდეგეებს. ამერიკის სამხედრო კონტინგენტმა თავისი ოპერაციების მასშტაბების შემცირება რომ დაიწყოს ამას არამც თუ შერიგების პროცესის ჩაშლა მოჰყვება თან არამედ ბაღდადში და მთელს ერაყში უშიშროების ზომები მთლიანად მოირღვევა.”ცდ

პენტაგონი ამ რომოდენიმე კვირაში დამატებით თანხებს ითხოვს რათა გაგრძელდეს ომი ერაყსა და ავღანეთში. კონგრესმა გამოჰყო ეს თანხები მაგრამ იქვე ამას წინა პირობად დაუდო ამერიკული ძალების გაყვანის კონკრეტული ვადების დასახელება. პრეზიდენტი ბუში ამტკიცებს რომ იგი ვეტოს დაადებს ნებისმიერ ბილს სადაც საუბარია ამერიკული კონტინგენტის გაყვანის კონკრეტულ ვადებზე. ამაზე რეაქციის სახით კონგრესის დემოკრატმა ლიდერებმა განაცხადეს რომ ისინი უფრო მკვეთრი შინაარსის ბილს შეიმუშავებენ რომლითაც შეუძლიათ საერთოდ შეუწყვიტონ დაფინანსება პენტაგონს ერაყში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებისთვის.

ბევრ დემოკრატს მიაჩნია რომ სამხედრო ძალისხმევა ერაყში წარუმატებლად განვითარდა, თუმც თავის მხრივ პრეზიდენტი ბუში ამტკიცებს რომ მისმა გეგმამ დამატებითი სამხედრო ძალები გადაესროლათ ბაღდადში უკვე დაიწყო დადებითი ნაყოფის გამოღება.

XS
SM
MD
LG