ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი უკვე შეხვდა სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ ასადს


სირიის პრეზიდენტი თავის მხრივ განაცხადა რომ ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზად არის.

პელოსის განცხადებით, დღეს დამასკოში გამართული შეხვედრისას მან სირიის ლიდერს ისრაელის პრემიერ მინისტრის გზავნილი გადასცა. ოლმერტი ასევე მზად არის მოლაპარაკებები დაიწყოს სირიის ხელისუფლებასთან.

აღსანიშნავია, რომ ჯორჯ ბუშმა პელოსის სირიული ტურნე უკვე გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ამერიკელი დელეგატების შეხვედრა სირიის ხელისუფლებასთან დამასკოს ყალბ შთაბეჭდილებას შეუქმნის, რომ თIთქოს ქვეყანა გადაწყვეტილებების მიღების ეპიცენტრშია. პრეზიდენტმა ბუშმა ასევე განაცხადა, რომ სირია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოა, რომელიც უცხოელ მოთარეშეებს აგზავნის ერაყში.

ქალბატონმა პელოსიმ კი თავის მხრივ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სირიასთან დიალოგის დაწყება. კვირის დასაწყისში, პრეზიდენტის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ პრეზიდენტ ასადს.

XS
SM
MD
LG