ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეირანმა გაათავისუფლა 15  ბრიტანელი მეზღვაური


ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი აცხადებს, რომ მან აპატია 15 ბრიტანელ მეზღვაურს ჩადენილი და რომ მათ გაათავისუფლებს. აჰმადინეჟადმა ეს განცხადება დღეს თეირანში გამართული პრეს კონფერენციისას გააკეთა.

მან აქვე დასძინა, რომ მან შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, როცა ბრიტანელები ირანის ტერიტორიულ წყლებში შეიჭრნენ, რასაც ლონდონი დღემდე უარყოფს.

ირანის ლიდერმა ღირსების ორდენებით შეამკო სახმელეთო დაცვის ის თანამშრომლები, რომლებმაც ბრიტანელები დააკავეს.

ამის ფონზე ბაღდადში ირანის საელჩოს თანამშრომელი ირანის ხუთ მოქალაქეს მოინახულებს, რომლებიც ქალაქ ირბილში ამერიკულმა სამხედრო კონტიგენტმა დააკავა. ინფორმაცია ამის თაობაზე ირანის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტომ ირნამ გაავრცელა. ცნობაში არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე თუ სად მოხდება ეს შეხვედრა. ჯერჯერობით ამ ცნობაზე არანაირი რეაქცია არ მოუხდენია ერაყში სამხედრო კონტინგენტის მთავარსარდლობას. აშშ ამტკიცებს რომ დაკავებულები ირანის რევოლუციური გვარდიის წევრები არიან და ისინი დახმარებას უწევდნენ ერაყელ მეამბოხეებს.

ირანი თავის მხრივ აცხადებს რომ დაკავებულები დიპლომატები არიან.

XS
SM
MD
LG