ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახლო აღმოსავლეთის ახალი ამბები


ავღანეთის სამხრეთში ერთერთი მეამბოხე ითხოვს თალიბი პატიმრების გაცვლას ავღანელი სამედიცინო პერსონალისა და მათი ჯარისკაცებზე, რომლებიც სამშაბათს ყანდაარში გაიტაცეს. ამ ადამიანმა, რომელმაც თავი თალიბების მეთაურად დაასახელა, საინფორმაციო სააგენტოს ორჯერ დაურეკა და დაკავებული პატიმრების გათავისუფლება მოითხოვა. მისი თქმით, გატაცებული ავღანელები და მათი მძღოლი თავს ჯერჯერობით კარგად გრძნობდნენ. აღსანიშნავია, რომ ეს მოთხოვნა გაჟღერდა ერთი კვირის შემდეგ, რაც ავღანეთის მთავრობამ ხუთი თალიბი ჯარისკაცი გაათავისუფლა იტალიელი ჯურნალისტის გათავისუფლების სანაცვლოდ. დანიელ მასტროგიაცოკომი გამტაცებლებს რამდენიმე კვია ჰყავდათ დაკავებული.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს მოუწოდებს თეირანის მიერ ბრიტანელი ჯარისკაცების დაკავების ფაქტი დაჰგმოს. ამ ფონზე, ირანის ერთერთი მაღალჩინოსანი ალი ლარიჯანი აცხადებს, რომ დაკავებული ფეი ტურნეის გათავისუფლება შეფერხდება, თუ თეირანის ნაბიჯზე არასწორ რეაქციას გააკეთებს დიდი ბრიტანეთი. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბანკიმუნმა ეს საკითხი დღეს უკვე განიხილა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მანუჩერ მოთაკისთან რიადში, არაბული სამიტის მიმდინარეობის პარალელურად. მოთაკიმ განაცხადა, რომ დაპირისპირება შესაძლოა გადაწყდეს, თუ დიდი ბრიტანეთი აღიარებს რომ მეზღვაურები ირანის წყლებში იმყოფებოდნენ როცა დააკავეს. ოფიციალური ლონდონი აცხადებს, რომ სატელიტიდან მიღებული ინფორმაციით დასტურდება რომ მეზღვაურები დაკავებისას ერაყის წყლებში იყვნენ.

არაბმა ლიდერებმა ხელახლა დაამტკიცეს პროგრამა სახელწოფებით მიწა-მშვიდობის სანაცვლოდ და ისრაელს ამავე ინიციატივის მიღებისკენ მოუწოდებენ. არაბმა ლიდერებმა ეს გეგმა დღეს მიიღეს, რიადში ორი დღის განმავლობაში მიმდინარე არაბული ლიგის დასრულების დროს. შეკრებილებმა აღნიშნეს, რომ ინიციატივა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების შესაძლებლობას იძლევა. პალესტინელი ლიდერი მაჰმუდ აბასი ისრაელს ასევე მოუწოდებს ხელიდან არ გაუშვას კონფლიქტის მოგვარების ეს შანსი. შეგახსენებთ, რომ ეს გეგმა 2002 წელს არაბულმა სახელმწიფოებმა შეიმუშავეს. ისრაელის პრემიერ მინისტრი ეჰუდ ოლმერტი აცხადებს, რომ გეგმა, გარკვეული ცვლილებების შემდეგ, შესაძლოა გახდეს ისრაელისა და არაბული სახელმწიფოების მოლაპარაკებების საფუძველი. თუმცა არაბულმა ლიგამ გეგმა ცვლილებების გარეშე დაამტკიცა.

XS
SM
MD
LG