ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთაშორისო საზოგადოებრიობას ირანთან მოლაპარაკებების განახლება სურს


ევროკავშირის საგარეო საქმეთა უწყების თავკაცი ხავიერ სოლანა და ბირთვულ საკითხებში ირანის მთავარი მოთათბირე ალი ლარიჯანი ტელეფონით ესაუბრნენ ერთმნანეთს. ევროკავირი აცხადებს, რომ ბატონმა სოლანამ ირანის მხარეს განუცხადა, რომ დაძაბულობის განმუხტვის მცდელობით, საერთაშორისო საზოგადოებრიობას ირანთან მოლაპარაკებების განახლება სურს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ნიკოლას ბარნსმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ თეირანი გაეროს ბირთვული სააგენტოს მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, ირანს იზოლაცია მოელის.

ირანი კი მის წინააღმდეგ შემოღებული ახალი სანქციების საპასუხოდ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან ურთიერთობის შეზღუდვას აპირებს.

ამის ფონზე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა გააფრთხილა ირანის ხელისუფლება, რომ თუ ბრიტანელი მეზღვაურების განთავისუფლება დიპლომატიური საშუალებებით არ მოხერხდა მაშინ ლონდონმა შესაძლოა სხვა გზას მიმართოს.

ამავე დროს ბატონმა ბლერმა იმედი გამოთქვა რომ ირანის დარწმუნება დიპლომატიური საშუალებებითაც არის შესაძლებელი, რადგან სრულიად ნატელია რომ ბრიტანელი მეზღვაურები უკანონოდ არიან დაკავებულნი.

თეირანი ამტკიცებს რომ 15 ბრიტანელი სამხედრო მეზღვაურის დაკავება ირანის ტერიტორიულ წყლებში მოხდა.

XS
SM
MD
LG