ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელისა და პალესტინელთა ლიდერები ყოველ ორ კვირაში ერთხელ შეხვედრების ჩატარებას დაჰყაბულდნენ


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის თქმით, ისრაელისა და პალესტინელთა ლიდერები ყოველ ორ კვირაში ერთხელ შეხვედრების ჩატარებას დაჰყაბულდნენ. შეხვედრები უსიშროების საკითხებს შეეხება.

ქალბატონმა რაისმა ამის შესახებ დღეს იერუსალიმსი ყოფნისას განაცხადა:

„მე ძალიან გახარებული ვარ, რომ ისინი საუბრებს გამართავენ და თანაც ძალზე ხშირად. როდესაც ხშირად საუბრობენ და თანაც ისეთი სერიოზული ადამიანები, როგორც პრემიერ-მინისტრი ოლმერტი და პრეზიდენტი აბასი მათ რეალური მომავლის დასახვის შესაძლებლობა ეძლევათ”. ციტატის დასასრული.

საუბრები პალესტინური შეიარაღებული ფორმირებების მიერ გაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის დაბომბვის შეწყვეტის და ისრაელის მიერ ოკუპირებულ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე პალესტინელთა თავისუფალი გადაადგილების საკითხებსაც მოიცავს.

ორივე ლიდერმა ისეთი პოლიტიკური ჰორიზონტი უნდა დაისახოს, რომელიც პალესტინური სახელმწიფოს შექმნას შეუწყობს ხელს. თქვა ქალბატონმა რაისმა.

XS
SM
MD
LG