ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისში პოლიტიკური ძალები ქუჩის აქციებისთვის ემზადებიან


თბილისში პოლიტიკური ძალები ქუჩის აქციებისთვის ემზადებიან გასულ დღეებში საქართველოს რეგიონებში და დედაქალაქში საპროტესტო აქციები იმართებოდა. აქციებში მონაწილეობენ პენსიონერები, ლეიბორისტები, ახალი მემარჯვენეები, რესპუბლიკელები, თანასწორობის ინსტიტუტი. იუსტიციის სამინისტროსთან ციხეებში პატიმრების წამება გააპროტესტა სალომე სურაბიშვილმა..

გუშინ აქცია გაიმართა მწერალთა კავშირშიც, მწერლები აცხადებენ, რომ „ გონიერი საქართველო უნდა წავიდეს უგუნური საქართველოს წინააღმდეგ „. მწერალთა კავშირში შევხვდი წინა წლებში აქტიურ პოლიტიკურ ლიდერს, ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის ხელმძღვანელს, ირაკლი წერეთელს, რომელსაც გავესაუბრე და რომელიც ამბობს, რომ უნდა გააქტიურდნენ ქუჩის მიმართულებით, რომ საქართველოში სიტუაცია ძირფესვიანად შეიცვალოს ეროვნულობის და დემოკრატიულობის სასარგებლოდ, რომ წინააღმდეგია ხელისუფლებასთან შეიარაღებული დაპირისპირებისა. ერთადერთი , ყველაზე ეფექტური საშუალება არის ქუჩა და ხალხმრავალი ღონისძიებები- აცხადებს ირაკლი წერეთელი.

XS
SM
MD
LG