ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რაისი ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობს


ისრაელ- პალესტინის სამშვიდობო პროცესის განახლების იმედით, აშშ სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობს. გუშინ, მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ თავისი ვიზიტით იგი ამ პროცესში მეტი არაბულული ქვეყნის ჩართვას ისახავს მიზნად. ქალბატონი რაისის განცხადებით მას იმედი აქვს, რომ დღის წესრიგში კვლავ დადგება არაბული ლიგის მიერ 2002 წელს შემუშავებული სამშვიდობო გეგმის განხილვა. ამ გეგმის თანახმად, ისრაელს, 1967-ი წლის ომის დროს დაკავებული ტერიტორიებიდან გასვლის სანაცვლოდ ნორმალური ურთიერთობები აღუდგგება არაბულ სახელმწიფოებთან . პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივანს ახლო აღმოსავლეთში წელს მესამედ აგზავნის, რათა მშვიდობის დამყარება იქ ამერიკის პრიორიტეტია.
XS
SM
MD
LG