ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეირანმა ბრიტანელი მეზღვაურები და საზღვაო ქვეითები დააკავა


ირანელი სამხედრო მეთაური აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთის საზღვაო ფლოტის 15 მოსამსახურემ, რომლებიც ამჟამად ირანს ჰყავს დაკავებული, აღიარა ირანის ტერიტორიულ წყლებში უნებართვოდ შესვლა. ირანული მედიისთვის გაკეთებულ განცხადებაში, გენერალმა ალი რეზა აფშარმა აღნიშნა, რომ ბრიტანელმა ოფიცრებმა დაკითხვისას აღიარებითი ჩვენება გააკეთეს. გენერლის განცხადებით, მათ ასევე აღიარეს, რომ დაკავების დროს ირანის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. გენერალმა აქვე დასძინა, რომ თეირანში დაკითხვა გრძელდება და რომ სამეფო ფლოტის თხუთმეტივე მეზღვაური და საზღვაო ქვეითი თავს კარგად გრძნობს.
XS
SM
MD
LG