ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ სანქციების შემოღების აუცილებლობაში მტკიცედაა დარწმუნებული


ირანის უზენაესი ლიდერი აიატოლა ალი ჰამენეი დაიმუქრა, რომ მისი ქვეყანა საერთაშორისო რეგულაციის მიუხედავად ბირთვული სამუშაოების წარმოებას მაინც გააგრძელებს:

“დღევანდელ დრემდე ჩვენ საერთაშორისო რეგულაციის მიხედვით ვმოქმედებდით. მაგრამ თუ მათ შეუძლიათ უკანონოდ მოქმედება, ჩვენც არ დავიხევთ უკან და ჩვენც უკანონოდ ვიმოქმედებთ”. განაცხადა აიატოლამ.მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ირანი მის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესიის განხორციელებას საკადრისად გასცემს პასუხს.

ვაშინგტონში, შეერთებული სტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წამომადგენელმა ნიკოლას ბარნსმა განაცხადა, რომ ირანთან ამერიკისა და მისი მოკავშირეების დაპირისპირების მიუხედავად, საბოლოოდ პრობლემა აუცილებლად მშვიდობიანად უნდა გადაწყდეს:

“ჩვენ ვთვლით, რომ ირანთან კონფლიქტის თავიდან აცილება შეუძლებელი არ არის, თუ ჩვენდაფიქრებულად ვიმოქმედებთ და დიპლომატიასაც ჭკვიანურად ჩავრთავთ საქმეში”. სთქვა მან.

ბატონმა ბარნსმა, სენატის საბანკო და ურბანულ საკითხთა კომიტეტის წინაშე გამოსვლისას აღნიშნა, რომ ირანის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები ეფექტურად მუშაობს. მან დაამატა, რომ სხვა ქვეყნებიც ფიქრობენ ირანთან დაკავშირებული საქმიანობის შეწყვეტას.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ სტუარტ ლივიმ შეერთებული შტატების ხაზინა შეაქო ამ დაწესებულების მიერ უცხოეთის ქვეყნების მთავრობებსა და კერძო სექტორთან ირანთან საქმის წარმოების რისკის შესახებ ჩატარებული კონსულტაციებისათვის:

“ირანი კომპანიებს ერთი შეხედვით უვნებელ კომერციულ საქმიანობაში რთავს. სინამდვილეში კი ეს საქმიანობა თეირანის ბირთვულ პროგრამის წარმოებას ადგება”. თქვა ბატონმა ლივიმ.

ბარნსმა კი აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ირანის მთავრობას უპირისპირდებიან და არა ირანელ ხალხს. მან სთქვა, რომ ირანელ პროფესიონალებს ამერიკაში ჩამოსვლას არავინ უზღუდავს:

“ირანელებს ამერიკელები მოსწონთ. და ჩვენც იმ დროს როდესაც თეირანის მთავრობას ვუპირისპირდებით, ჩვეულებრივი ამერიკელებისა და ირანელების ურთიერთობას ხელს ვუწყობთ”. თქვა ბატონმა ბარნსმა.

იმის გამო, რომ თეირანმა არ შეწყვიტა ურანის გამდიდრებაზე მუშაობა, გაეროს უშიშროების საბჭო განიხილავს ირანის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების გამკაცრებისადმი მიმართული ახალი რეზოლუციის მონახაზს.

შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ირანს ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაში სდებენ ბრალს. თეირანი ამ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ისახავს.

XS
SM
MD
LG