„ამერიკის ხმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ უახლოეს დღეებში თბილისში ჩამოასვენებენ საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას. ოჯახის, მანანა არჩვაძე-გამსახურდიას, ცოტნე და გიორგი გამსახურდიების გადაწყვეტილებით ზვიად გამსახურდია კოლხურ კოშკში დაიკრძალება. ამჯამად მისი ცხედარი, როგორც ცნობილია, დონის როსტოვში იმყოფება, სადაც არსებულ კითხვებზე პასუხი ექსპერტიზას უნდა გაეცა.
უფრო დეტალურად აღნიშნულ საკითხებზე ადამიანის უფლებათა დამცველი, გიორგი კერვალიშვილი გვესაუბრება, რომლის თქმით ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გროზნოში აღმოჩენილი ნეშთი ნამდვილად ზვიად გამსახურდიას ეკუთვნის. გიორგი კერვალიშვილის თქმით საქართველოში მაშინ აღდგება სამართლიანობა, როცა პირველი პრეზიდენტის მკვლელები სამართლიანად დაისჯებიან.