ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანმა ბირთვული გამოცდა განახორციელა


პაკისტანის განცხადებით, წარმატებით განხორციელდა ფრთოსანი რაკეტის გამოცდა. სამხედრო პირების განცხადებით, ბამარის რაკეტას 700 კილომეტრის რადიუსზე მოქმედებს და როგორც ბირთვული, ისე კონვენციური ტიპის ქობინების ტარება ძალუძს. ჯერჯერობით, ცნობილი არ არის თუ სად ჩატარდა ბირთვული გამოცდა. ეს პაკისტანისთვის უკვე მესამე გამოცდაა. პირველი ტესტი პაკისტანმა 2005 წელს ჩაატარა, მეორე კი-გასული წლის მარტში. პაკისტანი და მისი მოქიშპე ინდოეთი ხშირად ატარებენ მსგავს გამოცდებს თავიანთი თავდაცვითი მზადყოფნის სადემონსტრაციოდ.
XS
SM
MD
LG