ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ წარმომადგენელთა პალატა ერაყისა და ავღანეთის სამხედრო ოპერაციების ბიუჯეტს იხილავს


აშშ წარმომადგენელთა პალატის წევრები დღეს იწყებენ ერაყისა და ავღანეთის სამხედრო ოპერაციებისადმი მიძღვნილი საბიუჯეტო ინიციატივის განხილვას. საკანონმდებლო ზომა ასევე ითვალისწინებს ამერიკული ჯარების ერაყიდან გაყვანას არაუგვიანეს 2008 წლის სექტემბრისა. პრეზიდენტმა ბუშმა უკვე განაცხადა, რომ ვეტოს დაადებს ამ კანონპროექტს. ერაყისა და ავღანეთის სამხედრო ოპერაციების ბიუჯეტი 124 მილიარდ დოლარს შეადგენს. აქ ასევე იგულისხმება ის ფულადი სახსრები რომელიც ერაყის უსაფრთხოების სტრუქტურებს მიეწოდება და ასევე ტერორიზმთან მიმდინარე ომისთვის საჭირო თანხები. გუშინ, წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის ლიდერმა სტენი ჰოიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ კანონმდებლობამ შესაძლოა შესცვალოს ერაყში მიმდინარე ომი. მისი განცხადებით, კანონპროექტი საფრთხის ქვეშ არ აყენებს ამერიკის საბოლოო მიზანს და ინტერესებს ერაყში. თუმცა კანანონი, დამტკიცების შემთხვევაში, ასევე მოსთხოვს პრეზიდენტს კონგრესს ჩააბაროს ანგარიში იმ შემთხვევაში თუ ერაყში გაუწვრთნელ შენაერთებს გაგზავნის. კანონპროექტში ასევე გარკვეული შეზღუდვებია გათვალისწინებული სამხედრო კონტიგენტის დისლოკაციის ვადებთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG