ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აგრესია საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ !


აგრესია საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ !

მიმდინარე თვეს უკვე მეორედ, 11 მარტს და 20 მარტს ზემო აფხაზეთის საჰაერო სივრცე დაირღვა. პირველ შემთხვევაში კოდორის ხეობა დაიბომბა და ამ ფაქტს საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტები სწავლობენ. რაც გუშინდელ დარღვევას ეხება, ადგილი, სადაც საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი დაფიქსირდა, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის საზღვარზეა : ვერტმფრენებმა ქართული პოლიციის საგუშაგოებს გადაუფრინეს, შემდეგ მარუხის უღელტეხილით რუსეთის მიმართულებით გაფრინდნენ. აღნიშნულ საკითხზე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი, სერგი საჯაია გვესაუბრება, რომელიც ამბობს, რომ წინასწარი მონაცემებით 11 მარტსაც და 20 მარტსაც ზემო აფხაზეთში განხორციელდა დივერსია, აგრესია ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ.

ქართველი სამშვიდობოები ერაყში !

დღევანდელი თარიღი, 20 მარტი აშშ შეიარაღებული ძალების ერაყში შესვლიდან 4 წლისთავს უკავშირდება. სულ რამდენიმე დღის წინ საქართველოს ელჩმა შეერთებულ შტატებში დავით საყვარელიძემ განცხადება გააკეთა ერაყში სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე ქართველი სამშვიდობოების რაოდენობის გაზრდის შესახებ. თუ ერაყში 800 ქართველი ჯარისკაცი ასრულებდა სამშვიდობო მისიას, ამიერიდან მათი რიცხვი 2.400-მდე გაიზრდება. გამომდინარე საქართველოს მასშტაბებიდან, მოსახლეობის რაოდენობიდან სამშვიდობოების ზრდით საქართველო ხდება ნომერ პირველი სახელმწიფო ერაყში ჯარისკაცთა პროცენტული რაოდენობით.

აღნიშნულ საკითხზე პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე გვესაუბრება, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი გადადგა იმ თვალსაზრისით, რომ აფასებს იმ დახმარებას და იმ მხარდაჭერას, რომელიც საქართველოს მიმართ გამოიჩინა აშშ -ის ხელისუფლებამ და რომ მზად არის თავის მოკავშირეს ბოლომდე დაეხმაროს.

XS
SM
MD
LG