ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის შეერთებული შტატების ცალკეული შტატები, ქვეყნის არჩევნებში უფრო მნიშვნელოვანი როლის თამაშს ისახავენ მიზნად


ამერიკის შეერთებული შტატების ცალკეული შტატები, ქვეყნის არჩევნებში უფრო მნიშვნელოვანი როლის თამაშს ისახავენ მიზნად. ამერიკის შტატთა შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი მოსახლეობა კალიფორნიაშია. აქ საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატის გამოსავლენი შიდაპარტიული არჩევნები ტრადიციულად ივნისში ტარდება. მაგრამ გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ბევრი სხვა შტატი შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებას უფო ადრე აპირებს, კალიფორნიის გუბერნატორმა არნოლდ შვარცენეგერმა სულ ახლახანს ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც შიდაპარტიული არჩევნები მომავალი წლის ხუთი თებერვლისთვის დაინიშნა:

„შიდაპარტიული არჩევნების ივნისში ჩატარება, კანდიდატებს საკუთარი პიროვნული თვისებების საკმარისად წარმოჩენის დროს არ უტოვებდა. ახლა კი ჩვენ ყველანი ამ პროცესში მივიღებთ მონაწილეობას”. თქვა გუბენატორმა შვარცენეგერმა.

„შიდაპარტიული არჩევნების ხუთ თებერვალს ჩატარებას ბევრი შტატი ცდილობს. როგორც სჩანს ამ დროისთვის დელეგატთა ძალზე დიდ რაოდენობას შეარჩევენ, რაც ჩვენ უკვე კარგახანია არ გვინახავს”.

ამბობს ვაშინგტონის ამერიკული ინიციატივის ინსტიტუტის პოლიტოლოგი ჯონ ფორტიერი. იგი აგრძელებს, რომ შიდაპარტიული არჩევნების ვადის უფრო ადრეულ პერიოდზე გადმოწევა, კანდიდატების უკვე დაწყებული წინასაარჩევნო კამპანიებისათვის უფრო მნისვნელოვანიცაა.

აიოვის, ნიუ ჰემპშირის, ნევადისა და სამხრეთ კაროლინის შტატებში ადრეული პერიოდისათვის დაგეგმილი შიდაპარტიული არჩევნების გამო, ორივე პარტიის რამდენიმე კანდიდატს ამ შტატებში ჩასვლა უკვე მოუწია. მომავალ წელს სრბოლა სწორედ ამ შტატებში დაიწყება.

აიოვას შტატის ყოფილი გუბერნატორი ტომ ვილსაკი დემოკრათა პირველი კანდიდატია, რომელიც არჩევნებს გამოეთიშა. მიზეზი კი ისაა, რომ ვილსაკს საკუთარი კამპანიისათვის თანხების შეგროვება გაუჭირდა.

ამერიკის უნივერსიტეტის სწავლული ლუის ვოლფსონი თვლის, რომ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის საჭირო მილიონობით დოლარის შეგროვებას ბევრი კანდიდატი ვერ შესძლებს და სრბოლას გამოეთიშება:

„მე მგონია, რომ ბევრი კანდიდატი ჯერ კიდევ შიდაპარტიული არჩევნების დაწყებამდე დაყრის ფარ-ხმალს. მითუმეტეს, რომ მედია გამოკითხვების შედეგებს თითქმის ყოველ კვირას აქვეყნებს”. ამბობს ვოლფსონი.

ხუთ თებერვალს შიდაპარტიული არჩევნების ჩატარება, ისეთ ცნობილ კანდიდატებს უმართავს ხელს, რომლებიც ხალხში პოპულარობით სარგებლობენ და რომლებმაც საკუთარი კამპანიებისათვის უკვე დიდძალი თანხების შეგროვებაც შესძლეს. რესპუბლიკელთა რიგებიდან ასეთ კანდიდატთა შორის არიან, ქალაქ ნიუ იორკის ყოფილი მერი რუდი ჯულიანი და არიზონის შტატის წარმომადგენელი სენატორი ჯონ მაკკეინი, ხოლო დემიკრატთაგან კი, ილინოისელი სენატორი ბარაკ ობამა და ნიუ იორკის წარმომადგენელი სენატორი ჰილარი კლინტონი:

„თუ ჩვენ კრიტიკას, შეტევებს, სტერეოტიპებას და ყველაფერ იმას ავყვებით, რასაც ისინი დაგვიპირისპირებენ, აუცილებლად წავაგებთ. მე კი დასახული გეზის გაყოლისა და ჩემს გვერდზე მდგომთა შემომტკიცებასი ცოტაოდენ გამოცდილებას ვფლობ” ამბობს ქალბატონი კლინტონი.

კამპანიის რამდენიმე შტატში ერთდროულად წარმართვა ნაკლებადცნობილ კანდიდატებს დიდ დარტყმას აყენებს. მიუხედავად იმისა, რომ იგი რესპუბლიკელთა შორის დიდი მხარდაჭერით არ სარგებლობს, ვირჯინიის შტატის ყოფილი გუბერნატორი ჯიმ გილმორი უკან მაინც არ იხევს:

„დღეს ამ დარბაზში ჩემს შესაძლებლობებზე ვსაუბრობ. მე გპირდებით, რომ საბოლოოდ მედიის მიერ მთავარ კანდიდატებად ჩათვლილებს დავამარცხებ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შიდაპარტიულ არჩევნებში მე მაკკეინს რომნისა და ჯულიანის მოვუგებ. მე გარწმუნებთ ჩემს გამარჯვებაში”. განაცხადა, ბატონმა გილმორმა.

ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ პრეზიდენტობის რეალურ კანდიდატებს მომავალი წლის დასაწყისისათვის ას მილიონამდე დოლარის მოგროვება ესაჭიროებათ. აგრეთვე ფიქრობენ, რომ ორივე პარტიის საბოლოო წარმომადგენლების ვინაობა მომავალ თებერვალსა ან მარტში გაირკვევა. საპრეზიდენტო არჩევნები კი მომავალი წლის ოთხ ნბოემბერს გაიმართება

XS
SM
MD
LG