ერაყის პრემიერ-მინისტრი მოთარეშეთა აქტივობით გამორჩეულ ქალაქ რამადის ესტუმრა. დღეს ერაყის პრემიერ-მინისტრი ნური ალ მალიკი სუნიტ მოთარეშეთა აქტივობით გამორჩეულ ქალაქ რამადის მოულოდნელად ესტუმრა. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის ტანახმად, ბატონი ალ მალიკი ტომთა ბელადებს, ადგილობრივი ხელისუფლების თავკაცებსა და ერაყისა და ამერიკის სახედრო ნაწილების მეთაურებს შეხვდება. პრემიერის ვიზიტი სიმბოლურ ხასიათს ატარებს. ეს ბატონი ალ მალიკის პირველი ვიზიტია რამადიში მას შემდეგ, რაც მან თითქმის ერთი წლის წინ პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა.
პოპულარული
1