ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბებმა გატაცებული ჟურნალისტი ავღანელ ტომთა ბელადებს გადასცეს


თალებებმა გატაცებული იტალიელი ჟურნალისტი ავღანელ ტომთა ბელადებს გადასცეს. თალიბთა წარმომადგენელის განცხადებით იტალიელი ჟურნალისტი დანიელე მასტროჯაკომო ავღანეთის ხელისუფლების მიერ ორი თალიბის განთავისუფლების შემდეგ გადასცეს უხუცესებს. იტალიის მთავრობა მხოლოდ მაშინ დაადასტურებს ჟურნალისტის განთავისუფლების ფაქტს როდესაც მას უშუალოდ იტალიის წარმოამდგენლებს გადასცემენ. გაზეთ ლა რეპუბლიკას რეპორტიორი თალიბებმა ჰელმენდის პროვინციაში მოგზურობის დროს მოიტაცეს თავის ავღანელ კოლეგებთან ერთად. თალიბების თქმით მასტროჯაკომომ აღიარა ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ფაქტი.
XS
SM
MD
LG