ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი, ბულგარეთი და საბერძნეთი ნავთობსადენის გაყვანის შესახებ აწერენ ხელს


რუსეთი, საბერძნეთი და ბულგარეთი, ნავთობსადენის გაყვანის ხელშეკრულებას აწერენ ხელს. რუსეთმა, საბერძნეთმა და ბულგარეთმა ხელი მოაწერეს რუსული ნავთობის ბულგარეთის გავლით საბერძნეთში მიწოდების შეთანხმებას. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კოსტას კარამანლისმა და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა სერგეი სტანიშევმა ხელსეკრულებას ხელი დღეს ათენში მოაწერეს.

პროექტი, ბულგარეთის პორტ ბურგასიდან, საბერძნეთის პორტ ალექსანდროპოლისამდე, 285 კილომეტრიანი ნავთობსადენის გაყვანას ითვალისწინებს. ამ 900 მილიონ დოლარიანი პროექტის დასრულება 2010 წლისთვისაა დაგეგმილი. ნავთობსადენი ბოსფორისა და დარდანელის გადატვირთული სრუტეებისათვის თავის არიდების მიზანს ისახავს. ყოველწლიურად ნავთობსადენი 35-დან 50-მდე მილიონი ტონა რუსული ნავთობის გატარებას შესძლებს.

XS
SM
MD
LG