ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს პოლიტიკურმა ძალებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ნატოში გაწევრიანების შესახებ !


საქართველოს პარლამენტმა, ყველა საპარლამენტო ფრაქციამ და პოლიტიკურმა პარტიამ დღეს ხელი მოაწერეს მემორანდუმს საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ.

- ვაღიარებთ, რომ ნატოში წევრობა არის საქართველოს ერთიანობის, ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიული განვითარების საუკეთესო გარანტია - ნათქვამია მიღებულ დოკუმენტში.

საქართველოს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე ზემო აფხაზეთში მომხდარ ფაქტზე მსჯელობდა. საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის და სახელმწიფო მინისტრის მერაბ ანთაძის განცხადებით ზემო აფხაზეთის დაბომბვა ნეგატიური ფონის შექმნას ემსახურება. როგორც მტავრობის წევრებმა აღნიშნეს, 10 აპრილს გაერო ზემო აფხაზეთში შექმნილი ვითარების შესახებ მონიტორინგის ჯგუფის დასკვნას განიხილავს.

სწორედ 10 აპროლს დაგეგმილ განხილვას უკავშირებს საქართველოს მთავრობა კოდორის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს, რაც ნეგატიურ ფონს ქმნის არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისითაც. ვინაიდან, საქართველოს ტერიტორიის დაბომბვამ ისევ რამდენიმე კონკრეტული საინვესტიციო პროექტი ჩაშალა. აღნიშნულ საკითხებზე ჩვენი სტუმარი, ფრაქცია ახალი მემარჯვენეების წევრი, მანანა ნაჭყებია გვესაუბრება, და ამბობს, რომ დღეს ქვეყანაში მოქმედი პოლიტიკური ძალები, ძირითადი მოთამაშეები პოლიტიკაში შეთანხმდნენ, რომ საქართველოს მომავალი უნდა დავუკავშიროთ ნატოს.

XS
SM
MD
LG