თეირანი მისთვის ამერიკული ვიზის მიცემას მოითხოვს. ირანის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ქვეყნის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი გაეროს უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოსვლას გეგმავს. თეირანი მისთვის ამერიკული ვიზის მიცემას მოითხოვს.
ირანის მთავრობის პრესმდივანმა ღოლან ჰოსეინ ელჰამმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვიზის საკითხზე მუშაობს, მაგრამ ვიზიტი გაეროს უშიშროების საბჭოს განრიგზეა დამოკიდებული.
პრეზიდენტი აჰმადინეჟადი ამბობს, რომ მას უშიშროების საბჭოსთან ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ საუბარი სურს.
საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი ქვეყანა და გერმანია უშიშროების საბჭოს ახალ რეზოლუციას ქმნიან. ეს რეზოლუცია ირანის წინააღმდეგ უფრო მძიმე სანქციების შემოღებას გაითვალისწინებს. გაეროს დიპლომატები ამბობენ, რომ რეზოლუციაზე მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ტომ კეისიმ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს ეჭვი ეპარება ბატონი აჰმადინეჟადის უშიშროების საბჭოს წინაშე გამოსვლის გამო პოზიტიური რეზულტატის მიღწევის შესაძლებლობაში.