ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს რუსეთის პრეზიდენტი რომის პაპს ხვდება


დღეს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი რომის პაპს ბენედიქტე XVI სტუმრობს. ეს 2003 წლის შემდეგ პირველი ასეთი მაღალი რანგის შეხვედრაა. საუბრები რუსეთის მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ეკლესიებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

რუსეთის პატრიარქი ალექსი ვატიკანს ბრალს სდებს რუსი მართლმადიდებლების გადაბირებაში. სწორედ ამ უთანხმოების გამო პაპები რუსეთში სტუმრობის უფლებას ვერ იღებენ. ბატონი პუტინი დღეს იტალიის პრემიერ-მინისტრს რომანო პროდისაც შეხვდება.

XS
SM
MD
LG