ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსპერტები ეთანხმებიან იმ აზრს რომ სახელმწიფო ნავთობკომპანიებს მეტი ინვესტიციები ესაჭიროებათ


ახლახანს ჰიუსტონში ჩატარებულ დარგობრივ კონფერენციაში მონაწილე ენერგიის დაგრის ექსპერტები ეთანხმებიან იმ აზრს, რომ სახელმწიფო ნავთობკომპანიებს მეტი ინვესტიციები ესაჭიროებათ. ძირითადად განვითარებად ქვეყნებში მოქმედ კომპანიებს, მომავალში მსოფლიოში საწვავზე სულ უფრო მზარდი მოთხოვნილებიდან გამომდინარე მეტის წარმოებას მოსთხოვენ. ამტკიცებს კონფერენციის ორგანიზატორი ემი მაიერს ჯეფი:

“ჩვენი პროგნოზით, მომავალი ოცდაათი წლის განმავლობაში, ჩვენთვის საჭირო ნავთობის ოთხმოცდაათ პროცენტს განვითარებადი ქვეყნებიდან მივიღებთ”. ამბობს იგი.

მსოფლიოს ნავთობის სამოცდაჩვიდმეტი პროცენტი სახელმწიფო კომპანიების მიერ კონტროლდება. ათ პროცენტს კი დიდი საერთაშორისო კომპანიების პირდაპირი კონტროლის ქვეშაა:

“ენერგიის მომხმარებლებმა, ძირითადად ამერიკელებმა ალღო ვერ აუღეს მსოფლიო ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე ტრანსფორმაციას. ბევრი მომხმარებელი, მათ შორის არჩეული ოფიციალური პირები და პოლიტიკოსებიც შეცდომით თვლიან, რომ ენერგიის მიწოდებას ძირითადად დასავლური კომპანიები აკონტროლებენ. ეს ეგრეთწოდებული “დიდი ნავთობი” კი ეროვნული ნავთობკომპანიების წარმოებასთან შედარებით, სინამდვილეში არც ისე დიდია”. სთქვა კონოკო ფილიფსის ნავთობკომპანიის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეიმს მალვამ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

იგი ამატებს, რომ კერძო კომპანიებმა გზა უნდა გამონახონ და ინვესტიციებისა და ახალი ტექნოლოგიების დახმარებით კონკურენცია უნდა გაუწიონ სახელმწიფოს ხელში მყოფ კომპანიებს:

“ეროვნული ნავთობკომპანიებ რესურსების ნაწილს ფლობენ და ნაწილზე კი ხელი დაუბრკოლებლივ მიუწვდებათ. მათ განუსაზღვრელი შესაძლებლობები აქვთ. ახლა ჩვენ, კონოკო ფილიფსის მსგავს საერთაშორისო კომპანიებს ერთმანეთთან თანამშრომლობის ახალი გზების გამონახვა მოგვიწევს”. ამბობს ბატონი მალვა.

მაგრამ ენერგოინდუსტრიის იურიდიული ფირმის ბეიკერ ბოთსის თანამფლობელი დევიდ ესმუსი ამბობს, რომ ნავთობის წარმოებისათვის გათვალისწინებულ ინვესტიციებს ქვეყნების მთავრობები ხშირად სხვა სახელმწიფო პროგრამებში აბანდებენ.

“ეროვნული ნავთობკომპანიები ხშირად ისეთ სიტუაციებში ხვდებიან, როდესაც მათი მაკონტროლებელი პოლიტიკოსები კომპანიებისათვის გათვალისწინებულ თანხებს პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა სოციალურ თუ სამუშაო ადგილების შექმნისათვის გათვალისწინებულ პროგრამებს აძლევენ”. ამბობს ბატონი ესმუსი.

ზოგი ეროვნული კომპანია ძალზე წინაა წასული ზოგში კი გარედან ინვესტირება თითქმის ან მთლიანად შეუძლებელია. ასეა მაგალითად მექსიკაში სადაც უცხოელ ინვესტორებს ეროვნულ ნავთობკომპანიებში წარმოებაში თანხების დაბანდება ეკრძალებათ. ბევრი ქვეყანა კი მათ ტერიტორიაზე მოქმედ უცხოურ კომპანიებს ძალზე დიდ გადასახადებს უწესებს.

ვენესუელასა და ირანში ნავთობის გაყიდვიდან მიღებულ სემოსავლებს სიღარიბესთან ბრზოლას ახმარენ. ბეიკერის ინსტიტუტი ასეთ მიდგომის განსჯისაგან თავს იკავებს, თუმცა პროფესორი ემი მეიერს ჯეფი ამბობს, რომ მომავალში მსოფლიოში ნავთობის წარმოება ეროვნულ ნავთობკომპანიებში ინვესტიციების ჩადებაზეა დამოკიდებული:

“იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ეროვნული ნავთობკომპანიები მოგების დიდ ნაწილს საკუთარ საქმიანობას ვერ ახმარენ, რომ ეს თანხები სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებს ეთმობა, მაგალითად ვენესუელაში საკვების სუფსიდირებას, ხოლო ირანში კი მომხმარებლისატვის საწვავის თითქმის უფასოდ მიწოდებას, კაპიტალი, რომელსაც ნავთობინდუსტრიის სექტორის განვითარებას მოხმარებოდა, არამიზნობრივად იხარჯება”. აღნიშნავს პროფესორი მეიერსი.

XS
SM
MD
LG