ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსპერტის აზრი:თბილისი ერაყში სამხედროების რაოდენობას გაზრდის


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ერაყში ქართული სამხედრო კონტინგენტის რიცხვი კოალიციური ძალების შემადგენლობაში 850-დან 2.400-მდე გაიზრდება. გარდა ამისა, თბილისი მოლაპარაკებებს აწარმოებს გერმანიასთან, საფრანგეთთან და ლატვიასთან იმის დასადგენად, რომელი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში იმსახურებს ქართული ოცეული - საბრძოლო, სამედიცინო თუ საინჟინრო ნაწილებში. ნატოს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმარების დეპარტამენტის უფროსის, ფრენკ ბოლანდის განცხადებით, რომელმაც სულ ახლახან დატოვა თბილისი, ბოლანდი ნატოს შეფასების ჯგუფს ხელმძღვანელობდა , რომელიც 5 დღის განმავლობაში ipap ფარგლებში საქართველოში მიმდინარე რეფორმებს სწავლობდა, აღნიშნა, რომ საქართველოს წვლილი საერთაშორისო ოპერაციებში მნიშვნელოვანია და ალიანსის წევრები ამას აფასებენ. ერაყში ქართული სამხედრო კონტინგენტის გაზრდასთან დაკავშირებით საქართველოს ელჩმა აშშ დავით საყვარელიძემ თქვა, რომ „ ამ საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობით ვამტკიცებთ, რომ ჩვენ არა მხოლოდ უსაფრთხოების მომხმარებლები ვართ, არამედ ჩვენ უსაფრთხოების უზრუნველყოფაც შეგვიძლია „ . აღნიშნულ საკითხებზე საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკლევარი, არჩილ გეგეშიძე გვესაუბრება, რომელიც ამბობს, რომ მთავარი ამოცანა, რასაც ამ შემთხვევაში წყვეტს საქართველო, მოიპოვოს ამით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის აშშ -ის და სხვა დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერა, გახდეს ნატოს წევრი ....
XS
SM
MD
LG