ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დასრულდა კათოლიკოს - პატრიარქის ილია მე-II-ის ვიზიტი მოსკოვში


1-5 მარტის ჩათვლით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მე-II ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც რუსეთის მთავარ საკათედრო ტაძარში რუსეთის მართლმადიდებლური ენციკლოპედიის მე-13 ტომის და ქართული წიგნის „ნათელი ქრისტესი, საქართველო„ პრეზენტაცია გაიმართა.

აღნიშნული ვიზიტის შესახებ მოსკოვში დელეგაციის ერთ-ერთი წევრი, თბილისის სასულიერო აკადემიის პრორექტორი, დეკანოზი გიორგი ზვიადაძე გვესაუბრება, რომელიც ამბობს, რომ საქართველოსა და რუსეთის პატრიარქების ოფიციალურ შეხვედრაზე ორივე მხრიდან დაფიქსირდა ის პოზიცია, რომ სასურველია კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა, რომ ამ ორ ქვეყანას შორის ტრადიციული ურთიერთობები არსებობდა, რომ ეს არის ორი მართლმადიდებლური ქვეყანა.

XS
SM
MD
LG