ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი ერაყისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში იღებს მონაწილეობას


ირანი აცხადებს, რომ მონაწილეობის მიღებას აპირებს ერაყისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც მომავალ შაბათს ბაღდადში ტარდება.

დღეს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩერ მოტაკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის დელეგაციას მისი ერთ-ერთი მოადგილე აბას არაგჩი უხელმძღვანელებს.

უფრო ადრე თეირანი ამბობდა, რომ კონფერენციაში მონაწილეობის მიღება სურს, მაგრამ გარკვეული პირობები აფერხებს.

ბაღდადის კონფერენცია, ერაყში სტაბილურობის დამყარების გზების ძიებას ეხება. მასში მონაწილეობას იღებენ, ერაყის მეზობელი და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ქვეყნები.

ამის ფონზე პოლიციის ინფორმაციით, დღეს, ბაღდადის შიიტურ დორას უბანში განხორციელებული თავდასხმისას დაშავდა დაახლოებით 10 ადამიანი.

გუშIნ კი 140 შიიტი მომლოცველის სიცოცხლე შეეწირა ერაყის მასშტაბით მომხდარ აფეთქებებსა და დაპირისპირებას.

ამათგან, ყველაზე სისხლიანი იყო ქალაქ ჰილაში მომხდარი ინციდენტი, როცა ორმა კამიკაძემ თავი აიფეთქა პილიგრიმებით სავსე ქუჩაში. ამით, ჰილაში დაღუპულთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა.

ერაყში კოალიციის ძალებისმეთაურმა გენერალმა დავიდ პეტრესმა და ამერიიკის ელჩმა ზალმაი ხალიხზადმა გამოაქვეყნებს ერთობლვი განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ძალადობა და სისხლისღვრა ერაყელი ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული.

XS
SM
MD
LG