ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი ტონს იცვლის ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში


2002 წლის ოქტომბერში, ამერიკა ჩრდილოეთ კორეის რვა წლის განმავლობაში მოქმედი, ბირთვულ საკითხთან დაკავშირებული ხელშეკრულების დაცვა ავისმომასწავებლად შეწყდა. მაშინ ამერიკელებმა ფხენიანს წარუდგინეს სამხილი, რომლის თანახმადაც ჩრდილოეთ კორეა ხელშეკრულებას არღვევდა და ბირთვული იარაღისათვის საჭირო ურანს ამდიდრებდა:

“მაშინ ჩვენ განვაცხადეთ, რომ სარწმუნო სამხილს ვფლობდით. ჩვენ ვთქვით, რომ ისინი ამას აკეთებენ. ჩვენ არ დაგვიკონკრეტებია ის თუ რა სტადიაში იმყოფებოდა ჩრდილოეთ კორეა, და არც ის, რომ ისინი ბირთვული ბომბის შექმნას აპირებენ”. ამბობს ტონგ კიმი, რომელიც მაშინ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობდა.

ახლა ბატონი კიმი სეულში საერთაშორისო ურთიერთობათა დარგის პროფესორია. მისი თქმით, მაშინ ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებმა აღიარეს პროგრამის არსებობა, რაც ოფიციალურ ფხენიანის არც მაშინ და არც მერე არ გაუკეთებია. პროფესორის აზრით, ფხენიანი თვლიდა, რომ ეს აღიარება მათ დაეხმარებოდა ამერიკასთან ვაჭრობისას.

სინამდვილეში კი ამან ამერიკის მხრიდან საპირისპირო რეაქცია გამოიწვია, შეერთებულმა შტატებმა ჩრდილოეთ კორეაში ნავთობის მიწოდება შეწყვიტა. საპასუხოდ ფხენიანმა ბირთვულ საკითხთა ინსპექტორები გამოაძევა, საერთაშორისო ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულება დატოვა და ის პლუტონიუმის მწარმოებელი რეაქტორი აამოქმედა, რომელიც ხელშეკრულების თანახმად, მანამდე გაჩერებული ჰქონდა.

ჩინეთმა, რუსეთმა, შეერთებულმა შტატებმა, სამხრეთ კორეამ და იაპონიამ ჩრდილოეთ კორეას, ახლა ექვსმხრივი მოლაპარაკებების სახელით ცნობილი შეხვედრის მოწყობისკენ მოუწოდეს. ეს მოლაპარაკებები, დიპლომატიური გზით, ჩრდილოეთ კორეისთვის ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმის იძულებას ისახავს მიზნად.

ფხენიანმა გასულ თვეს ხელახლა დადო პლუტონიუმის მთავარი რეაქტორის დალუქვის პირობა.

შეერთებული შტატების მთავარმა მოთათბირემ ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით, სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ კრისტოფერ ჰილმა, გასულ თვეს ვაშინგტონში სიტყვით გამოსვლისას მსმენელებს განუცხადა, რომ ჯერ კიდევ პრობლემად რჩება ჩრდილოეთ კორეის მიერ 1990-იან წლებში, პაკისტანის ბირთვული დარგის პიონერის ხანისაგან ურანის გასამდიდრებელი ცენტყრიფუგების შეძენის ფაქტი. მიუხედავად ამისა ჰილმა დასძინა, რომ ვაშინგტონი ახლა ეცდება აღიაროს, რომ ცენტრიფუგები და გერმანიაში შეძენილი მოწყობილობა ბომბის შექმნას არ ისახავდა მიზნად:

“თუმცა ჩვენ გვინდა ვიცოდეთ თუ რა ბედი ეწია ამ მოწყობილობებს. თუ ეს მოწყობილობა ურანის გამდიდრებას არ მოხმარდა და სხვაგან გაიგზავა, ძალიან კარგი, მაგრამ ჩვენ იმაზე უნდა ვისაუბროთ თუ რა ბედი ხვდა ამ მოწყობილობას”. სთქვა ბატონმა ჰილმა. მან გააგრძელა, რომ შეერთებულმა შტატებმა უბრალოდ არ იცის თუ რა სტადიაში იმყოფება ფხენიანის ურანის გამდიდრების პროგრამა.

“ეს კომპლექსური პროგრამაა. მის განხორციელებას იმაზე ბევრად უფრო მეტი მოწყობილობების ქონა ესაჭიროება ვუდრე ჩვენი ინფორმაციით ჩრდილოეთ კორეამ შეიძინა. მის განხორციელებას საკმაოდ დახვეწილი წარმოების ტექნიკა სწირდება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ფხენიანმა ამ დონეს ჯერ ვერ მიაღწია”. გააგრზელა ბატონმა ჰილმა.

ჰილის გამოსვლიდან რამდენიმე კვირის შემდეგ შეერთებული შტატების დაზვერვის წარმომადგენელმა ჯოზეფ დეტრანიმ, რომელიც ჩრდილოეთ კორეას შეისწავლის, შეერტებული შტატების სენატს განუცხადა, რომ 2002-რ წელს მოყოლებული ვაშინგტონს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული ბომბის შექმნის პროგრამა ისე ძლიერ აღარ აღელვებს:

“ჩვენ ვიცოდით, რომ ფხენიანი ურანის გასამდიდრებლად საჭირო მოწყობილობებს იძენდა და ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ამ პროგრამაზე მუშაობა ახლაც გრძელდება”. მოახსენა კომისიას ბატონმა დეტრანიმ.

ექსპერტები თვლიან, რომ შეერტებული შტატების პოზიციის სერბილება სრამდენიმე წინაპირობა აქვს.

პირველი ისაა, რომ ამერიკის დაზვერვამ სახელი გაიტეხა მაშინ, როდესაც გაავრცელა არასწორი ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს სადამ ჰუსეინი მასობრივი მოსპობის იარაღს ფლობდა.

საერთაშორისო კრიზისების დარეგულირების ჯგუფის ჩრდილოეთ აზიის განყოფილების დირექტორი პიტერ ბეკი ეჭვობს, რომ გასული წლის ოქტომბერს, ჩრდილოეთ კორეის მიერ პლუტონიუმის ბომბის აფეთქებამ ამერიკელ პოლიტიკოსებს აფიქრებინა, რომ ფხენიანის ურანის პროგრამა ასეთი მნიშვნელოვანი აღარაა და მთელი ყურადღება პლუტონიუმის პროგრამაზე გაამახვილეს.

ექსპერტები თვლიან, რომ გასულ თებერვალს პეკინში მიღწეული გარიგება, ვაშინგტონის კარგად გათვლილი, პლუტონიუმით შემოფარგლული მიდგომის დამსახურებაა. შეთანხმებას ამერიუკასა და ჩრდილოეთ კორეას შორის ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ მოეწერა ხელი.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის ტონგ კიმის თქმით, ვაშინგტონი იმისათვის, რომ დიპლომატიურ პროცესს წინსვლა მიეცეს, ფხენიანისაგან ურანის პროგრამასთან დაკავსირებით რაიმე სახის ახსნა-განმარტებას მოითხოვს.

“მე მგონია, რომ ჩრდილოეთ კორეა რამენაირად ახსნის თუ რა შეიძინა და რა ბედი ეწია ამ მოწყობილობებს და ეცდება იმის მტკიცებას, რომ მათ ამ გეგმას ბირთვულ იარაღთან არაფერი საერთო არ აქვს”. ამბობს, ბატონი კიმი.

თებერვალსი მიღწეული შეთანხმების პირველი ფაზის იმპლემენტაციის ვადა აპრილის შუა რიცხვებში იწურება. მაშინვე დაიწყება საუბრები მეორე ფაზის ირგვლივ, რომელიც ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული დეკლარაციის ხელმოწერის პირობის აღსრულებასაც შეიცავს.

XS
SM
MD
LG