ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლუსტრაციის საკითხი ჯერ ისევ აქტუალურ თემად რჩება ქართულ პოლიტიკაში

რამდენიმე დღის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფლების ინსტიტუტმა” კიდევ ერთი ალტერნატიული კანონპროეტქი წარმოადგინა განსახილველად, რომელიც ასევე ლუსტრაციის კანონის მიღებას გულისხმობს. შემთხვევითი დამთხვევაა, რომ ერთი წლის წინ დაგეგმილი აქცია, სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა. გოეთეს ინსტიტუტი და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი ერთობლივად აწყობს ორ დღიან აქციას. 8 მარტს, კინოთეატრ “ამირანში” გაიმართება ფლორიან ჰენკელ ფონ დონერსმაკის ფილმის “სხვების ცხოვრება” ჩვენება. ეს გახლავთ 7 გერმანული ჯილდოს, 2 ევროპული ოსკარის და ამასთანავე ამერიკული კინოაკადემიის საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაში გამარჯვებული ფილმი. ამასთანავე საქართველოში ამ დღეებში გერმანიიდან ჩამოვა იოახიმ გაუკი. სხვა დეტალების შესახებ, გოეთეს ინსტიტუტის კულტურული პროგრამების კოორდინატორი ნათია მიქელაძე მოგვახსენებს.

ნათია მიქელაძე – გვაქვს ასეთი პროგრამა, რომელიც მოიცავს ლუსტრაციის თემას და ჩამოდის გდრ-ის “შტაზის” არქივების გაშუქებისათვის, უფლებამოსილი სამმართველოს პირველი ხელმძღვანელი იოახიმ გაუკი. ეს არის საკმაოდ საინტერესო პიროვნება, რომელიც მთელ ამ ლუსტრაციის პროცესს ხელმძღავნელობდა. ვფიქრობ ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება მასთან გასაუბრება. 9 მარტს გაიმართება დისკუსია ამ თემაზე, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ასევე ქართველი პოლიტიკოსები.

- გოეთეს ინსტიტუტთან ერთად ამ პროექტის განხორციელებაში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდიც მონაწილეობს, რომელსაც ამგვარი გამოცდილება აქვს: ყოველ მეორე ოთხშაბათს ბიოლის ფონდში იამრთება მრგვალი მაგიდა და დისკუსიები სხვადასხვა საკითხებზე, ლუსტრაციის თემა ის საკითხი გახლავთ რომელსაც ეს მრგვალი მაგიდა ძალიან ხშირად უბრუნდება. ვინაიდან ამ საკითხზე მსჯელობის გამოცდილება გარკვეუწილად უკვე არსებობს, ალბათ საინტერესო იქნება მოვისმინოთ ბიოლის ფონდის წარმომადგენლის ნინო ლეჟავას მოსაზრება და მეტნაკლებად მაინც გავიგოთ, როგორია ქართული საზოგაოდების დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ.

ნინო ლეჟავა – ძალიან ძნელია საზოგადოების განწყობაზე საუბარი, მაგრამ ჩემი დაკვირვების მიხედვით არის ორგვარი დამოკიდებულება ამ თემის მიმართ. ერთი არის რომ გვინდა მოვიშოროთ ეს ჩვენი საშინელი საბჭოთა წარსული და მეორე არის, რომ გვიშლის ის, რომ ქართული საზოგადოება არის ძალიან პატარა საზოგადოება, ყველა ერთმანეთის ახლობელია და ყველა ერიდება, მაგალითად იმ სიმართლეს, რომელიც შესაძლებელია ამ ლუსტრირების შედეგად გამოაშკარავდეს, ამას თითქმის ყველა გაურბის. ამბობენ, რომ ლუსტრაცია ყველა ყოფილი კომუნისტის დასჯას გულისხმობს, მაგრამ ბუნებრივია ეს ასე არ არის. არსებობს ლუსტარირების რამდენიმენაირი გამოცდილება: ეს არის მეორე მსოფლიო იმის შემდგომი გერმანიის დენაციპიკაციის გამოცდილება, არის იაპონიაში ჩატარებული ლუსტრაციის დემილიტარიზაციის გამოცდილება და ასევე უახლოეს წარსულში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ჩატარებული ლუსტრირების პროცესი.

- მომავალში ისევე, როგორც ბიოლის ფონდის მრგვალი მაგიდა, რადიო ამერიკის ხმაც დაუბრუნდება ამ თემას და ეცდება საზოგადოებისათვის კიდევ უფრო ნათელი გახადოს ზუსტად რას გულისხმობს ლუსტრაცია.

XS
SM
MD
LG