ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში გაჩაღებული ბრძოლების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა


ავღანეთში 16 ადამიანი დაიღუპა ამერიკელ სამხედროებსა და მოთარეშეებს შორის ატეხილი სროლის შედეგად. დაღუპულთა უმრავლესობა სამოქალაქო პირები იყვენენ. ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო როდესაც კამიკაძემ ამერიკელი სამხედროების ავტოკოლონას ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული მანქანა შეაჯახა. ავღანეთის პოლიციის განცხადებით სამოქალაქო მოსახლეობის მსხვერპლი ამერიკელი ჯარისკაცების მიერ ატეხილმა უწესრიგო სროლამ გამოიწვია. ამ ხოცვა-ჭლეტამ ადგილობრივი მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია, რომლებმაც გზები გადაკეტეს და ქვები დაუშინეს პოლიციას. დღესვე ავღანეთის სამხრეთში ნატოს კიდევ ორი ჯარისკაცი მოკლეს.
XS
SM
MD
LG