ჩინეთმა შეერთებულ შტატებს ურჩია თავი დაანებოს ტაივანის დამოუკიდებლობის მომხრეთა დაიმედებას. როგორც ჩინეთის სახელმწიფო მრჩეველმა ტანგ ჯიახუანმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯონ ნეგროპონტესთან საუბარში განაცხადა ტაივანის სეპარატიზმი მთელი რეგიონის სტაბილობას უქმნის საფრთხეს. დღეს ბატონი ნეგროპონტე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ლი ჟაოხიანგს ხვდება. პეკინმა უკვე გამოხატა თავისი უარყოფითი დაოკიდებულება ამერიკის მიერ ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის გეგმების თაობაზე. პენტაგონი ტაივანისთვის 421 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის მიწოდებას აპირებს.
პოპულარული
1