ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ორ კორეულ სახელმწიფოს შორის ფხენიანში მიმდინარე მოლაპარაკების პირველი რაუნდი დასრულდა


მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს დაყოფილი კორეული ოჯახების შესახებ. ამას გარდა მხარეებმა მზადყოფნა გამოხატეს განაახლონ უშუალო მოლაპარაკებები სხვა საკითხებზე, რომლებიც დროებით გაიყინა ფხენიანის მიერ ბირთვული გამოცდების ჩატარების გამო. მიუხედავად ამისა სამხრეთ კორეა ჯერ-ჯერობით არ აპირებს ჩრდილოეთისადმი საკვები პროდუქტებისა და სასუქების მიწოდების საკითხზე მოლაპარაკების განახლებას. შეგახენებთ, რომ გასულ თვეს ფხენიანის ბირთვული პროგრამების ირგვლივ მიმდინარე ექვსმხრივი მოლაპარაკებისას ფხენიანმა მოულოდნელად განაცხადა, რომ მზად არის შეაჩეროს მისი რეაქტორის მუშაობა აპრილის შუა რიცხვებში. მოლაპარაკებაში ჩართულ მხარეებს მიაჩნიათ, რომ ეს პირველი ნაბიჯია ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული პროგრამების საერთოდ შეჩერებისაკენ. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ სეულმა შეიძლება დაიწყოს ფხენიანისადმი საკვები პროდუქტებისა და სასუქების მიწოდების დაწყება, მას შემდეგ რა 18-ტ აპრილს კორეული სახელმწოფოების მოთათბირეები ეკონომიკის დარგში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებენ. ჩვენ ვესაუბრეთ უშიშროების დარგში სტრატეგიის ინსტიტუტის სეულის ფილიალის დირექტორს ჩო სონგ რიოლს. მისი აზრით მოლაპარაკება ეკონომიკის დარგში ჩრდილოეთ კორეის მიერ მისი ბირთვული პროგრამების შეჩერებისათვის დადგენილი ბოლო ვადის ამოწურვის შემდეგ დაიწყება.

-”მოლაპარაკების დაწყების თარიღი იმაზე მიუთითებს, რომ სამხრეთ კორეას სურს ოდნავ დააყოვნოს გადაწყვეტილების მიღება, რათა ჯერ დარწმუნდეს იმაში პრაქტიკულად რამდენად განხორციელდება პეკინში მიღწეული შეთანხმება.”

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ორ კორეულ სახემწიფოს შორის ურთიერთობა მჭიდროდაა დაკავშირებული იმ სახელმწიფოების დიპლომატიურ ძალისხმევასთან, რომლებიც ამჟამად მოლაპარაკებებში არიან ჩაბმული.

დღეს მიღწეული შეთანხმების თანახმად ყველაფერთან ერთად მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა გაიხსნას საცდელი სარკინიგზო მიმოსვლა ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. ამას გარდა ერთობლივ კომუნიკეში ნათქვამია, რომ მალე დაიწყება მოლაპარაკება იმ კორეელების შესახებ, რომელთა ბედი კორეისმ ომის შემდეგ დღემდე უცნობია.

სეულს მიაჩნია, რომ კორეის ომის დროს მის ოთხასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ჩრდილოეთის ძალებს ჩაუვარდა ტყვედ და მათი ბედი დღემდე უცნობია. ამას გარდა სამხრეთ კორეის მთავრობის ხელთ არსებულიინფორმაციის თანახმად, ომის შემდეგ ფხენიანის კომუნისტური რეჟიმის აგენტებმა სამხრეთ კორეის ხუთასამდე მოქალაქე გაიტაცეს და ისინი დღემდე ჩრდილოეთ კორეაში ჰყავთ დაკავებული.

სეულში 29 მაისს მინისტრების დონეზე დაიწყება მოლაპარაკება ორ კორეულ სახელმწოფოს შორის.

XS
SM
MD
LG