ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფხენიანში გრძელდება სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფოების მოთათბირეთა შეხვედრა


როგორც სამხრეთ კორეის მიერ გავრცელებულ ცნობებშია ნათქვამი, კორეული სახელმწიფოების გაერთიანების მინისტრმა ლი ჯე ჯუნგმა მხარეებს მოუწოდა განაახლონ ჰუმანუტარული პროექტები რომელიც მოიცავს კორეის ომის დროს დაშორებული ოჯახების გაერთიანებას. მიუხედავად იმისა რომ ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლის მიერ ადრე გაკეთებულ განცხადებაში ჰუმანიტარული პროექტების განახლების თაობაზე კონკრეტულად არაფერი იყო ნათქვამი მიმომხილველებს მიაჩნიათ რომ ამის ქვეშ იგი საკვები პროდიქტებისა და სასუქების მიწოდების განახლებას გულისხმობდა სამხრეთიდან ჩრდილოეთში.

ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენელმა მის განცხადებაში გაიხსენა 2000 წლის ივნისში ჩრდილოეთისა და სამხრეთ კორეის უმაღლესი დონის შეხვედრა და იმედი გამოთქვა რომ უკვე დაწყებულია ორ კორეულ სახლმწიფოს შორის თანამშრომლობის გაფართოების პროცესი.

კორეულ სახელმწიფოებს შორის მოლაპარაკება ივნისის თვიდან შეჩერდა კერძოდ მას შემდეგ რაც ფხენიანმა ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა. ამაზე რეაქციის სახით სეულმა ჰუმანიტარული დახმარება შეუწყვიტა ფხენიანს რასაც თავის მხრივ მოჰყვა ორ კორეულ სახელმწოფიებს შორის ურთიერთოების სეწყვეტა. შეგახსენებთ რომ ფხენიანმა ოქტომბერში გამოსცადა მისი პირველი ბირთვული იარაღი. მიმდინარე თვეს პეკინში მიაღწიეს შეთანხმებას რომელიც ითვალისწინებს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამების შეწყვეტას. ფხენიანმა განაცხადა რომ მზად არის ორ თვეში შეაჩეროს მისი მთავარი რეაქტორი თუმც ამის სანაცვლოდ განსაზღვრულ მოთხოვნებს აყენებს. დღეს გაკეთებულ განცხადებაში კორეული სახლმწიფოების გაერთიანების მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა გასულ თვეს მიღწეულ შეთანხმებას. როგორც მოელიან მხარეები მიმოიხილავენ ამ ორ სახლემწიფოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლების საკითხსაც.

XS
SM
MD
LG