ხელისუფლება აცხდებს, რომ თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი. თამილმა ამბოხებულებმა აღიარეს, რომ საჰაერო ბაზა სადაც დიპლომატების ვერტმფრენი დაჯდა, არტილერიის მეშვეობით მათ დაბომბეს. ამბოხებულები ამბოხებულები აცხადებენ, რომ მათ არაფერი იცოდნენ დიპლომატების იქ ყოფნის შესახებ და ელჩების სახიფათო მისიით გაგზავნის გამო შრი ლანკის ხელისუფლებას სდებენ ბრალს.
ქვეყნის დედაქალაქ კოლომბოში მდებარე შეერტებული შტატების საელჩო აცხადებს, რომ ელჩი რობერტ ბლეიკი მსუბუქადაა დაჭრილი. იტალიის ელჩ პიო მარიანის კი თავის არედან ყუმბარის ნამსხვრევი ამოუღეს.