ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ვიცე პრეზიდენტი დიკ ჩეინი ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში იმყოფება


აშშ ვიცე პრეზიდენტი დიკ ჩეინი ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში იმყოფება. ამერიკელი ოფიციალური პირების მონაცემებით, იგი უსაფრთხოდ გადაურჩა ავღანეთში ერთ-ერთ ამერიკულ ბაზასთან მომხდარ თავდასხმას. ინციდენტის შედეგად 18 ადამიოანი დაიღუპა.

ბაგრამის სამხედრო ბაზა ქაბულიდან 60კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, დიკ ჩეინი დღეს უსაფრთხოდ არის და რომ ამჟამად იგი ქაბულშია ქვეყნის პრეზიდენტთან ჰამიდ კარზაისთან შესახვედრად.

სერჟანტ რიჩარდ სიმონსონის განცხადებით:

-"სამედიცინო პერსონალი ბაგრამის ბაზაზე დაშავებულებს მკურნალობს. ინციდენტს არანაირი გავლენა არ მოუხდენია აშშ ვიცე პრეზიდენტის კეთილდღეობაზე. იგი ამჟამად ბაგრამში არ იმყოფება. "

XS
SM
MD
LG