ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეჟისორ მარტინ სკორსეზეს ფილმმა “განმდგარმა” მთავარი ოსკარი დაიმსახურა


რეჟისორმა მარტინ სკორსეზემ და მისმა ფილმმა “განმდგარმა” ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოების გადაცემის რიგით 79 ცერემონიაზე, 4 ოსკარი დაიმსახურეს.

მანამდე სკორსეზე უკვე 5-ჯერ იყო წარდგენილი ოსკარზე, მაგრამ პირველად მას ეს ჯილდო წილად მხოლოდ ამჟამად ხვდა. გამარჯვებული ფილმი კრიმინალურ ტრილერთა ჟანრს ეკუთვნის. მთავარი პრიზისა და რეჟისორის გარდა ოსკარები ფილმის სცენარისტმა და მოტაჟისტმაც დაიმსახურეს.

“დიდი მადლობა, გთხოვთ, გთხოვთ, დიდი მადლობა, დიდი მადლობა. თუ სეიძლება კიდევ ერთხელ შეამოწმეთ კონვერტი” ამ სიტყვებით მიიღო პრიზი გახარებულმა მარტინ სკორსეზემ.

საუკეთესო მამაკაცის როლის შესრულებისათვის ოსკარი ფორესტ უიტაკერს ერგო, უგანდელი დიქტატორის იდი ამინის როლის შესრულებისათვის ფილმში “შოტლანდიის უკანასკნელი მეფე”. ხოლო ქალის საუკეთესო როლის შესრულებისათვის პრიზი ჰელენ მირენს, ფილმ “დედოფალში” დედოფალ ელისაბედ II-ის სახის შექმნისათვის ხვდა წილად.

XS
SM
MD
LG