ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აჰმადინეჟადმა დაადასტურა თეირანის სურვილი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარების შესახებ


ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თეირანის პოზიცია ბირთვული ტექნოლოგიების განვითარების შესახებ. გაეროს ბირთვული ენერგიის სააგენტოს განცხადებით ირანმა არ შეაჩერა ურანის გამდიდრების პროგრამა გაეროს უშიშროების საბჭოს მოთხოვნების შესაბამისად. მაჰმუდ აჰმადინეჟადის განცხადებით ირანმა არ უნდა გამოავლინოს სისუსტე ამ დაპირისპირების დროს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მოხსენება გაეროს უშიშროების საბჭოს ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას გაუადვილებს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ნიკოლას ბარნსის თქმით ორშაბათს ის ლონდონში გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების წარმომადგენლებს შეხვდება, რომლის დროსაც ირანის საკითხზე ახალი რეზოლუციის შესახებ იმსჯელებენ.
XS
SM
MD
LG