დღეს ჩვენ ვართ იუბილარები. ამერიკის ხმის დაარსებიდან დღეს 65 წელი შესრულდა. ამერიკის ხმის დაარსებიდა 16 წლის შემდეგ წესდება შემუშავდა, რომელიც შემდეგ პრინციპებს ემყარება : „ამერიკის ხმა“ ინფორმაციის სარწმუნო წყარო უნდა იყოს. ინფორმაცია, რომელსაც „ამერიკის ხმა „ გადასცემს ზუსტი, ობიექტური და ყოვლისმომცველი იქნება. ამ პრინციპებით ხელმძღვანელობს ამერიკის ხმა დაარსებიდან დღემდე. ასე ვფიქრობთ ჩვენ.
რას ფიქრობენ ამის შესახებ ჩვენი მსმენელები ?! მაგალითად, ჩვენი სტუმარი, საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპერტი, ჰამლეტ გეგია და აფხაზეთი უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ადა მარშანია.
ამერიკის ხმა ცდილობს ობიექტურად გააშუქოს ყველა აქტუალური საკითხი, მათ შორის განსაკუთრებით კონფლიქტურ ზონებთან დაკავშირებით. ჩვენი სტუმრების განცხადებით, ამერიკის ხმის აქტუალობა და საჭიროება დღეს, როცა საქართველო ნატოში გაწევრიანებისთვის ემზადება და იმ რთულ პოლიტიკურ ვითარებაში იმყოფება, რომელიც არის შექმნილი ქვეყნის ირგვლივ, ამერიკის ხმის საჭიროება უფრო დიდია, ვიდრე ეს იყო საბჭოთა რეჟიმის დროს.