ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ხმას 65 წელი შეუსრულდა


დღეს რადიო ამერიკის ხმას დაბადებიდან 65 წელი უსრულდება. პირველად ამერიკის ხმის გერმანულენოვანი გადაცემა 1942 წელს გავიდა ეთერში, რომელიც მსმენელს მიუკერძოებელი და ყოვლისმომცველი ინფორმაციის მიწოდებას პირდებოდა.

არ შეიძლება არ აღვნიშნოთ 1969 წელს ნილ არმსტრონგის მთვარეზე მოგზაურობის ისტორია, რასაც სწორედ ამერიკის ხმის ეთერით ყურადღებით უსმენდა 615 მილიონი ადამიანი. ეს ციფრი ჯერ კვლავაც უპრეცედენტო რეკორდია მსოფლიო ისტორიაში, რომელიც ვერცერთმა საინფორმაციო საშუალებამ ვერ მოხსნა. დღეს, 65 წლის შემდეგ, ამერიკის ხმის ჟურნალისტური კოდექსი კვლავ ამ პრინციპებით არის მართული. ეს ღირებულებები ასევე ცალსახად არის ჩამოყალიბებული ჩვენი რადიოსადგურის წესდებაში.

აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით ამერიკის ხმა არამხოლოდ რადიო ტალღებზე, არამედ ინტერნეტსა და ტელეეთერშიც ეგებება მსმენელს. რადიო და ინტერნეტ მაუწყებლლობა ისევ 45 ენაზე ხორციელდება, ხოლო ტელე პროგრამები 25 ენაზე.

წელს, ბუშის ადმინისტრაციამ საბიუჯეტო პროექტში რამდენიმე რედაქციის დახურვის შესახებ გააკეთა წინადადება, მათ შორის არის ქართული, რუსული , უზბეკური, და ა.შ. ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ამერიკის კონგრესი მიიიღებს.

XS
SM
MD
LG