ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში გამძვინვარებულ ძალადობას მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება


ერაყში მყოფი ამერიკელი ჯარისკაცები აცხადებენ, რომ მიმდინარეობს გუშინ ქალაქ რამადიში კოალიციის ძალებსა და მოთარეშეებს შორის მოხდარი შეტაკებისას მშვიდობიან პირთა დაღუპვის ფაქტების შესწავლა.

ამერიკის სამხედრო წარმომადგენელმა ქრისტოფერ გარვერმა დღეს ბაღდადში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამერიკელთა აზრით მსხვერპლი არ უნდა იყოს მშვიდობიან მოსახლეობაში, თუმცა ამის თაობაზე იყო ინფორმაცია და რომ ხდება ფაქტების დამუშავება.

მისი განცხადებით, მოთარეშეები გამაგრებულები იყვნენ რამდენიმე შენობაში და რომ ამერიკულმა ძალებმა საჰაერო იერიში დაიწყეს ამ შენობების გასანადგურებლად.

ცოტა უფრო ადრე, ამერიკელი სამხედროები იტყობინებოდნენ, რომ დაახლოებით 12 მოთარეშე დაიღუპა 6 საათის განმავლობაში მიმდინარე ბრძოლებისას. თუმცა ერაყელი ოფიციალური პირების ინფორმაციით სულ მცირე 26 ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები იქნენ მოკლული.

ამ ფონზე, ერაყში ამერიკის სამხედრო ძალების მეთაური გენერალ ლეიტენანტი რაი ოდიერტო აცხადებს, რომ მოთარეშეები როგორც სჩანს საბრძოლო ტაქტიკას ცვლიან და იარაღად ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენებით მომწამლავ გაზს მიმართავენ.

ამის ფონზე 14 წლის ერაყელი გოგონას არაადამიანური გაუპატიურებისა და მისი ოჯახის ამოხოცვისთვის ამერიკელ ჯარისკაცს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს 100 წლით.

სერჟანტ პოლ კორტესს განაჩენი კენტუკის შტატის სამხედრო სასამართლომ გამოუტანა. კორტესმა როგორც ცნობილია თავი დამნაშავედ მხოლოდ 4 მუხლით აღიარა, მათ შორის გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის.

აპელაციის უფლება კორტესს მხოლოდ ათ წელიწადში მიეცემა.

გუშინ, ბრალდებულმა ჩვენებისას სრულად დაახასიათა 2006 წლის მარტში ერთერთ ოჯახზე მაჰმუდიაში მისი და მისი მეგობრების მიერ განხორიცელებული თავდასხმა, მას შემდეგ რაც ჯარისკაცებმა ვისკი შესვეს და კარტის თამაშიც დაასრულეს. თავდამსხმელთა აზრით ეს ოჯახი ადვილი სამიზნე იყო, რამეთუ იქ მხოლოდ ერთი მამაკაცი იმყოფებოდა.

XS
SM
MD
LG