ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრინცი ჰარი ერაყში იმსახურებს


დედოფალ ელისაბედ II-ის შვილიშვილი, პრინცი ჰარი ერაყში იმსახურებს. ბრიტანეთის სამხედრო უწყება აცხადებს, რომ დედოფალ ელისაბედ II-ის შვილიშვილი პრინცი ჰარი, თავის სამხედრო ქვედაქნაყოფთან ერთად ერაყში იმსახურებს. პრინცი მამისა და უფროსი ძმის შემდეგ ტახტის რიგით მესამე მემკვიდრეა. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სამეფო გვარდიის უმცროსი ლეიტენანტი, პრინცი ჰარი ერაყში უახლოეს თვეებში გაიგზავნება. პრინცი აგრძელებს ბრიტანეთის სამეფო ოჯახის, ბრძოლის პირველ ფლანგზე ყოფნის ტრადიციას. შეგახსენებთ, რომ 1982-რ წელს ფოლკლენდის კუნძულების ომის დროს, პრინცის ბიძა იორკის მთავარი ენდრიუ, საბრძოლო ვერტმფრენს მართავდა. პრინცი ჰარი, რომელიც ოფიციალურად მეთაურ უელსის სახელითაა ცნობილი, 11-ტი ჯარისკაცისა და 4-ხი ტანკისაგან დაკომპლექტებული შენაერთის მეთაურად იმსახურებს. პრინცმა სამხედრო აკადემიაში სწავლა შარშან დაასრულა და მას შემდეგ გამუდმებით ცდილობდა თავის შენაერთთან ერთად ერაყში მსახურს.
XS
SM
MD
LG