ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოთხი სახელმწიფოს ლიდერები ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის განახლების შესახებ მსჯელობენ


ევროკავშირის, რუსეთის, გაეროსა და შეერთებული შტატების დიპლომატები დღეს ბერლინში იკრიბებიან რათა ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო პროცესის განახლების პერსპექტივებზე იმსჯელონ. ოთხმხრივი შეხვედრა მოსდევს ახლო აღმოსავლეთში აშშ სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის ვიზიტს. რაისმა, როგორც ცნობილია მოლაპარაკებები გამართა პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან და ისრაელის პრემიერ მინისტრ ეჰუდ ოლმერტთან.
XS
SM
MD
LG